Digest Logo

„ახლა უნდა დაამუხრუჭოთ...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მძიმე კვირის შესახებ აფრთხილებს

1684741791
ცააგრელი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და რჩევებს და გაფრთხილებებს გვაძლევს.

ვერძი - ამ კვირაში შესაძლოა მალე გამოვიდნენ მდგომარეობიდან, შესაძლოა შეექმნათ იურიდიული პრობლემები. ფეიკ ნიუსების ალბათობა არის ამ კვირაში მაღალი, თქვენი მოტყუების შანსი მოიმატებს და იყავით ფრთხილად.

კურო - ენერგოტონუსი მაღალია და არ უჩივის შრომისუნარიანობას, მაგრამ შესაძლოა დადგნენ ღალატის წინაშე, როგორც პარტნიორთან, ასევე სამსახურში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ აქვთ არანაირი პრობლემა. 

ტყუპები - მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში 1 თვით. რასაკვირველია ახლა მათთვის იწყება კარგი პერიოდი. არ გათქვათ თქვენი გეგმები, ასევე შესაძლოა სამსახურში უფროსებთან შეგექმნათ პრობლემა და იყავით დიპლომატიურები. 

კირჩხიბი - ახლა უნდა დაამუხრუჭოთ, ენერგოტონუსი მიდის დაბლა. გჭირდებათ გამოძინება, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები იჩენენ თავს. ასევე ნათესავებს შესაძლოა თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდეთ. ოპტიმიზმით გაიარეთ ეს პერიოდი.

ლომი - ენერგია გემატებათ, ხდებით უფრო ოპტიმისტები, მაგრამ გაქვთ ზღვარგადასული ფანტაზიები. გაქვთ კარგი შანსები, მაგრამ ეცადეთ არ დაეყრდნოთ ილუზიებს.

ქალწული - შრომისუნარიანი და ენერგიულია, დაავალეთ რაც გინდათ, მაგრამ მატულობს სულსწრაფობა და შესაძლოა, ჰქონდეს დაძაბულობა კოლექტივთან.

სასწორი - გაქვთ ფინანსური პრობლემები და გაქვთ ჯარიმების მიღების ალბათობა. ჯანმრთელობა ინარჩუნებს სტაბილურობას.

მორიელი - მაქსიმალური ყურადღება მართებთ, თქვენი ენერგოტონუსი მცირდება. პრობლემები შესაძლოა გქონდეთ როგორც საქმიან პარტნიორთან, ასევე მეორე ნახევართან, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა მიგიყვანოთ სასამართლო დავამდეც.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი უმჯობესდება, მაგრამ გამოჩნდებიან შურიანები ბოღმიანი ადამიანები და შესაძლოა გამოიწვიონ პრობლემები. ამიტომ იყავით ფრთხილად.

თხის რქა - ხდებიან ძალიან ეგოისტები, აგრესიულები და აქვთ სურვილი დიქტატორები გახდნენ, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ეს ურთიერთობა მალევე დასრულდება. 

მერწყული - ენერგოტონუსი უმჯობესდება, კონტაქტურიც ხდება, მაგრამ პირად ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, არ აიღოთ სესხი და არ დააბანდოთ ფული.

თევზები - მაქსიმალური ტაქტის გამოჩენა გმართებთ ნათესავებთან. ამ კვირაში არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები. ენერგოტონუსი მცირდება და გაუფრთხილდით მაქსიმალურად ჯანმრთელობას. დაეყრდენით თქვენ ინტუიციას, რაც მოგცემთ საშუალებას რთულ სიტუაციას აუაროთ მხარი.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ხუთშაბათს და პარასკევს გარუჯვა არ შეიძლება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

🎥 თიკა ფაცაცია მაიამის სანაპიროზე აცეკვდა

🔵ახალი იმიჯი და ჯანსაღი ცხოვრების წესი - რა ფოტოებს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი