Digest Logo

„აკონტროლეთ თქვენი ფიქრები...“ - 14 ოქტომბრის ენერგიები

1791954907
დღის ენერგიები

14 ოქტომბერი —დღე, როცა ზეცა თქვენს ყველაზე სანუკვარ სურვილებს მოისმენს!

მადლიერების სანთელიც აანთეთ. მადლობა თქვით იმისთვის, რომ ცოცხლები ხართ, შეგიძლიათ სიყვარული, ცხოვრობთ და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო გზით ვითარდება.

დღის ენერგიებია: 5 • 7 • 3. დააკვირდით, რა იღბლიანი დამთხვევაა: ოთხშაბათი ხუთიანებისა და შვიდიანების იღბლიანი დღეა, კალენდარზე კი 14 რიცხვია! დღევანდელი ენერგია განსაკუთრებულად ძლიერი იქნება.

🙏 დღეს აუცილებლად ითხოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ: „ღმერთო, სამყაროვ, ჩემო მფარველო ანგელოზებო, დამეხმარეთ, სწორ გზაზე დამაყენეთ, ამიხდინეთ სურვილი და ნიშანი გამომიგზავნეთ“.

🔮 დარწმუნებული ვარ, ნიშანი აუცილებლად გამოჩნდება! დღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ პირველ აზრს, შეამჩნიეთ შემთხვევით გაგონილი სიტყვები, შეხვედრები, სიზმრები და გარშემო არსებული მინიშნებები.

🌟 ყველაფერს, რასაც დღეს ჩაიფიქრებთ და ჩაიფიქრებთ, ასრულებისთვის ძლიერი ენერგია ექნება. ჯერ კიდევ ახალმთვარეობის პერიოდია, ამიტომ სურვილები კალმით ფურცელზე ჩამოწერეთ და წარმოიდგინეთ, თითქოს უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილია.

⚠️ დღის მთავარი საფრთხეა, დილით უხასიათოდ გაიღვიძოთ და ეს განწყობა გარშემომყოფებსაც გაუფუჭოთ. ამიტომ დილიდანვე განეწყვეთ: „დღეს ჩემი წარმატების დღეა. ჩემი სურვილები სრულდება და ყველაფერი ჩემთვის საუკეთესო გზით ვითარდება“.

🧠 აკონტროლეთ თქვენი ფიქრები. რასაც დღეს საკუთარ თავზე დაწერთ, იტყვით ან იფიქრებთ, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში რეალობად იქცეს. უარყოფითი აზრები მაშინვე მოიშორეთ და დადებითით ჩაანაცვლეთ!

☀️ დღეს სიბნელეში სინათლის სხივად იქეცით. გააზიარეთ სიყვარული, სიკეთე, მადლიერება და რწმენა, რომ ღმერთის საყვარელი შვილი ხართ და საუკეთესოს იმსახურებთ.

💎 მაშინ სამიანის ენერგია დაგეხმარებათ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას, მინიშნების მიღებას ან ისეთი ადამიანის შეხვედრას, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

❤️ იყავით ბედნიერები, საყვარლები და სიყვარულით გარემოცულები! დაე, თითოეულმა თქვენგანმა იპოვოს თავისი საყვარელი და სანუკვარი მეორე ნახევარი!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

⭕გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე - რა ფოტოებს აქვეყნებს იმან ჰამამი?

⭕რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? - მითები და რეალობა

წყარო: www.facebook.com

✕