Digest Logo

ალბომი, სათვალე, დედოფლური საჩუქრები და სამოგზაურო ბილეთები... - როგორ შევურჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

1709623510
ქეთი ვაწაძე

„როგორ შევურჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?“ - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ქეთი ვაწაძე საუბრობს.

ვერძი - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარი იყოს რაღაცით გამორჩეული და პრესტიჟული. მაგალითად ვერძისთვის კარგია ისეთი საჩუქარი, რომელიც ტემპერამენტთან ახლოს არის ან ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება. ვერძები შეყვარებულია სპორტით, სასურველია ამიტომ მანქანისთვის რაიმე აქსესუარი, ან სპორტული აქსესუარი, ასევე თუ მწეველია კარგი სანთებელა.

კურო - უნდათ რაღაც პრაქტიკული, არ უყვართ საჩუქრები, რომელიც თაროზე დევს. კარგია აჩუქოთ საჩუქარი რომელიც არის სილამაზესთან და ჰარმონიასთან კავშირში, რადგან ძალიან განვითარებული აქვთ ყნოსვა კარგია აჩუქოთ სურნელოვანი ჩხირები, ან სუნამო, ასევე კარგი სასმელი.

ტყუპები - უყვართ საჩუქრები როგორი არის - წიგნები, კურსები, რომელიც კვალიფიკაციის აუმაღლებს, ასევე ხელის სამაჯური.

კირჩხიბი - უყვართ სენტიმენტალური საჩუქრები, რომელიც სავსე იქნება ემოციით, შეიძლება აჩუქოთ ალბომი, ან რაიმე ისეთი რაც სახლისთვის გამოადგება.

ლომი - ისე რა საჩუქარს ვერ მიიღებს, მისთვის აუცილებელია, რომ საჩუქარი იყოს ბრენდული, ისინი ელოდებიან დედოფლურ საჩუქრებს. მათ ხარისხზე აქვთ პრეტენზია. 

ქალწული - არ არის პრეტენზიული ნიშანი, მისთვის აუცილებელია, რომ საჩუქარი იყოს ფუნქციური, უყვართ საკანცელარიო ნივთები, კარგი ბლოკნოტი, კალამი, ასევე სპა პროცედურების ვაუჩერი.

სასწორი - ყველაფერი რაც კავშირშია დელიკატურობასთან და სილამაზესთან. შესაძლოა აჩუქოთ სილამაზის ცენტრის ვაუჩერი.

მორიელი - შეგიძლიათ აჩუქოთ სათვალე, დაპატიჟოთ კრიმინალისტურ ფილმზე, ასევე აჩუქოთ სექსუალური ტანისამოსი, ან ტანის მოვლის საშუალებები. 

მშვილდოსანი - ძალიან გაახარებთ, თუ მოგზაურობაში წაიყვანთ, ან მოგზაურობისთვის საჭირო რამეს აჩუქებთ (ჩანთა, ჩემოდანი, ფოტოაპარატი) მათ ასევე უყვართ სიახლეების გაგება, შემეცნება შესაძლოა აჩუქოთ წიგნი, ან რაიმე ეგზოტიკური.

თხის რქა - საქმეზე ორიენტირებული ნიშანია, უყვართ ორგანაიზერები და ისეთი საჩუქრები რომელიც საქმეს გააიოლებს და იქნება ფუნქციური.

მერწყული - უყვართ ახალტექნოლოგიური საჩუქრები, როგორიც არის პარაშუტიდან გადმოხტომა, ყურსასმენები ასევე უცნაური საჩუქრები, რომელიც თუნდაც იდოს მაგრამ იყოს არაორდინარული.

თევზები  - აქ უკვე ემოციები შემოდის, მათთვის მთავარია საჩუქარი იყოს ემოციური, რომელიც რაღაცას გაახსენებს. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕9 „გავლენიანი ქალი“, რომლებსაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ - ჭორები და ფაქტები, რომელიც ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებას უკავშირდება

⭕25 მარტიდან დაბნელების დერეფანი გველის - რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს ასტროლოგიური მოვლენა და რატომაა ის საყურადღებო

🎥 „პაციენტი, რომელიც თავის ქალა დადის, მხოლოდ კბილები და ენა ჩანს, რბილი ქსოვილები არ აქვს“ - რას ჰყვება ციცინო შურღაია