საახალწლო სუფრის ტრადიციები ზოდიაქოს წლის მმართველ ცხოველზეა დამოკიდებული.
2026 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი წითელი ცხენის წელი იქნება.
ყურადღება შეგიძლიათ მიაქციოთ შემდეგ რეკომენდაციებს, რასაც ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს:
„როგორც ციფრულმა ფსიქოლოგმა მინდა, გირჩიოთ აქცენტი 3 ფერზე გავაკეთოთ: ყვითელი, ოქროსფერი, ფორთოხლისფერი.
ციფრული ფსიქოლოგიით მოდის მზის ენერგიის წელი. მეათე არკანი, პირველი წელი, ციკლის დასაწყისი.
რაც შეეხება ცეცხლოვანი ცხენის წელს, ეს მოდის 17 თებერვალს.
ჩაცმულობას რაც შეეხება, ჯობს მოირგოთ ყველაფერი ახალი. წითელი ფერი მინიმალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე მწვანე არის საუკეთესო.
რა კერძები არ შეიძლება? კომბოსტო, ქათმის ხორცი, სოკო, გადამწვარი კერძები.
თავს ვიკავებთ შავი ფერისგან, მინიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ფერი 2026-ში.
შეიძლება: ბაჟე, თაფლი, მწვანილი, საქონლის ხორცი, ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი.
ალკოჰოლი მხოლოდ თეთრ ფერში. დაფნის ფოთოლი სუფრაზე აუცილებლად უნდა დადოთ და მანდარინი, ფორთოხალი, თევზი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორ ცხოვრობენ მდიდრები და ღარიბები გვერდიგვერდ“ - სოსო ნებიერიძე მუმბაიში მოგზაურობს
⭕„დღევანდელი ფიქრები შეიძლება გახდეს ახალი სიმდიდრის ფესვები“ - 1-ელი დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი