Digest Logo

„წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

1764584612
ამინდი პროგნოზი

„2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალ მთაში თოვლი.  3 დეკემბრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმა, ქარი და შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშ (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 დეკემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 3 დეკემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 და 4 დეკემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 და 4 დეკემბერს ზოგან თოვლია მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეა ღმერთი, ვერაფრით ვერ იჭერ... მიზეზი არის ცოდვა, ვერ ახერხებ მასთან ერთობას, ამ ერთობის შენარჩუნებას“ - თეოდორე გიგნაძე

„უთავბოლო და არასტანდარტული კაცი არ მინდოდა... სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, ისეთ ტოქსიკურ გარემოში მაცხოვრა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე კოდუაზე

„გარე აქტივობების შეზღუდვა და სველი წესით წმენდა“ - ია დუდაშვილის რჩევები ბაღებსა და სკოლებს