დღეს, 20 იანვარს მთვარის პირველი დღეა - როგორი იქნება ეს დღე, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა არის ამ დღის თავისებურებები? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones წერს.
„მთვარის პირველი დღე:
დღის სიმბოლო: მანათობელი, ლამპარი, ათენა თავისი აღჭურვილობით.
დღის მინერალები: მთის ბროლი, ბრილიანტი.
დღის აღწერა:
ოკულტური ტრადიციების მიხედვით, მთვარის პირველი დღე - ადამის დღეა. ე.წ. მთელი თვის საბაზისო დღე: ყველა დანარჩენი დღის ერთგვარი ფუნდამენტი. სწორედ ამიტომ, მთლიანი თვის მიმდინარეობა შეიძლება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავატარებთ მთვარის პირველ დღეს.
მთვარის პირველი დღე მოქმედების დღე არ არის, რადგანაც ის ჯერ კიდევ თვის დასაწყისია და მოქმედებისთვის საკმარისი ძალა არ გვაქვს.
მთვარის პირველი დღე საუკეთესოა გეგმებისა და პროექტების ჩამოყალიბებისთვის.
ამ დღეს საქმეების წამოწყებას, მათზე დაფიქრება სჯობს. ის კი რასაც ამ დღეს გადავწყვეტთ, აისახება თვის ყველა მომდევნო დღეზეც.
ვარცხნილობა:
რადგანაც ეს დღე ახალმთვარეობაა, თმის შეჭრა ნაკლებად რეკომენდებულია. შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თმის შეღებვას - სჯობს გამოვიყენოთ მხოლოდ ბუნებრივი საღებავი, ეს დაგვეხმარება გარშემომყოფების სითბოსა და კეთილგანწყობის შენარჩუნებაში. მთვარის პირველ დღეს კარგია შეკრული თმის ტარება, ეს უარყოფითი ენერგიის ასხლეტვაში დაგვეხმარება.
ამ დღეს გირჩევთ:
თავი შევიკავოთ გადატვირთვისგან. უმჯობესია მოვდუნდეთ და გონებას მივცეთ საშუალება იდეები თავად მოგვაწოდოს. განტვირთვის საშუალება სურვილისამებრ ამოვირჩიოთ: ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, კინოში წასვლა ან ქალაქგარეთ გასვლა. როგორც კი იდეა მოგვივა, შევაქოთ საკუთარი თავი და მორალურად შევემზადოთ მოქმედებისთვის.
დღის თავისებურებები:
ამ დღეს სჯობს ყველაფერი დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე ვაკეთოთ. თუმცა, თუ სხვების ჩართულობა მაინც აუცილებელია - შეგვიძლია დახმარება ინფორმაციისა და რჩევების სახით მივიღოთ. ამ დღეს ადამიანებს ახასიათებთ მეოცნებეობა, „ღრუბლებლებში ფრენა“. ამაში ცუდი არაფერია, მთავარია გადამეტებულმა ოცნებამ დელუზიური არ გაგვხადოს და რეალობასთან კავშირის შენარჩუნება შევძლოთ, იმისთვის რომ მთელი თვე წარმატებული და შედეგიანი გვქონდეს. მთვარის პირველ დღეს კარგია რჩევებისა და დახმარების თხოვნა.
ყოველი დღე, რაღაც განსაკუთრებულს გვაძლევს. მთვარის კალენდარში ცარიელი დღე არ არსებობს… ამის დასანახად საკმარისია ოდნავ პერსპექტივა შევცვალოთ.
მთვარის პირველი დღის დანიშნულება ჩვენს ცხოვრებაში - პასუხისმგებლობების საკუთარ ხელში აღება, სურვილების რეალიზებისთვის მოქმედება და საკუთარ თავში სითამამის პოვნაა.
ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მთვარის ენერგიის მეშვეობით ჩანაფიქრი ხორციელდება თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სწორედ, ასეთ ფონს წარმოქმნის მთვარის პირველი დღის ენერგია, რომელიც სურვილების ასრულებაში გვეხმარება.
არ გამოტოვოთ შანსი - შესაძლებლობები უნდა დავაფასოთ და გამოვიყენოთ იმისთვის რომ უფრო მეტი მოგვეცეს“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იმოქმედეთ სწრაფად, ფიქრისთვის დრო ცოტაა“ - 20 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი
🎥 დღის რა მონაკვეთში და რამდენი ხნით უნდა გავიყვანოთ ბავშვი თოვლში - პედიატრის რჩევები!