Digest Logo

„ნათლისღების შემდეგ დღე მართლაც მაგიური, რბილი, მაგრამ ძალიან ძლიერი გამოდის“ - თაკო მელიქიშვილი 20 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

1768901751
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 20 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„20 იანვარი. დღე ენერგიებით 2–4–6.

დღე სიყვარულზე, სითბოზე და სირბილეზეა, ვუახლოვდებით ერთმანეთს, ვეფერებით, ვეხუტებით, ვავსებთ გულს სიმშვიდით.

დღეს შეიძლება გაჩნდეს სურვილი პარტნიორულ ურთიერთობებში „გადატვირთვის“.

და, ან მეგობარმა, ან ახლობელმა შეიძლება რაღაც ისე თქვას, როგორც არ მოგეწონება. გაგიჩნდება სურვილი დაამტკიცო, ხმა აუწიო. სტოპ. დღეს ეს არ მუშაობს. არ ვამტკიცებთ, არ ვკამათობთ, არ ვაწვებით.

თუ საუბარი არ მიდის — სჯობს გაჩუმდე ან უბრალოდ თქვა:

„მიყვარხარ, ხვალ ვილაპარაკოთ.“
საყვარელ ადამიანებთან — პირიქით.
მეტი სითბო, ჩახუტება, კოცნა, მზრუნველობა.

გირჩევ პრაქტიკას:

5 ჩახუტება დღეში — თითო 1,5 წუთი.
სცადე და მერე თვითონ მიხვდები, რა ძალა აქვს  
2–4–6 — ბუნებრივად წარმატების დღეა.

ახალმთვარეობის ენერგია ჯერ კიდევ ახალია.

ნათლისღების შემდეგ დღე მართლაც მაგიური, რბილი, მაგრამ ძალიან ძლიერი გამოდის.

კარგია ახალი სივრცე. ახალი რესტორანი, ახალი ადგილი, გარემოს შეცვლა პლუსშია.

თუ მეორე ნახევარი გყავს — ურთიერთობის განახლება ძალიან კარგ შედეგს მოიტანს, თუ ორივე ამისთვის მზად ხართ.

თუნდაც ორი ცალკე მაგიდა რესტორანში — თითქოს თავიდან გაეცნოთ ერთმანეთს, დღეს აზრები მატერიალურია.
რაც შედეგზეა მიმართული — კარგად მუშაობს.

ჩაწერე სურვილები და მადლობები სიტყვებით:

„მადლიერებით ვიღებ“ — და ისინი ძალიან ლამაზად ჩაირთვება და დიახ — დღეს მასაჟიც იდეალურია.
იზრუნე საკუთარ თავზე, შეიყვარე, არ იკამათო
და უბრალოდ — იყავი ბედნიერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იმოქმედეთ სწრაფად, ფიქრისთვის დრო ცოტაა“ - 20 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი

🎥 დღის რა მონაკვეთში და რამდენი ხნით უნდა გავიყვანოთ ბავშვი თოვლში - პედიატრის რჩევები!

⭕ „ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტარტისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი