Digest Logo

ამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ – რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ

1761988367
რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ

მაისსა და ივნისში ესპანურ ქალაქ კასტილიო დე მურსიაში უჩვეულო რიტუალი ტარდება – ელ კოლაჩო. პირველად ის 1620 წელს ჩაუტარებიათ და იმ ჩვილი ბავშვების სულების განწმენდას ემსახურება, რომლებიც წლის განმავლობაში დაიბადნენ.

ადგილობრივ მცხოვრებლებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის ჩატარება ბავშვებს ავი თვალისა და ჯადოსგან, ბნელი ძალებისა და დაავადებებისგან იცავს.

ამ ქალაქში ე.წ. საძმო არსებობს – Santisimo Sacramento de Minerva, რომლის წევრები წითელ-ყვითელ კოსტიუმს, როგორც მას უწოდებენ, ეშმაკის კოსტიუმს იცვამენ, სახეზე ნიღაბს ირგებენ და ხელში შოლტს ან ხელკეტს იჭერენ. ასე დადიან ქალაქის ქუჩებში, გვარიანად აშინებენ მოსახლეობას და მიემართებიან მთავარი მოედნისკენ, სადაც რბილ მატრასზე ჩვილები წვანან, ხალხის ბრბოთი გარემოცულნი.

„კოლაჩოს ეშმაკი” სტარტს იღებს, გამოიქცევა და ახტება ძირს დაწოლილ ბავშვებს (რომელთაგან ბევრი ტირილით იჭაჭება, მაგრამ არავინ აქცევს ამას ყურადღებას) და როგორც ადგილობრივებს სჯერათ, ასე მიაქვს თან ყველა უბედურება და ავადმყოფობა. მშობლებიც ბედნიერები არიან, რომ შვილები „გადაარჩინეს”.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს, 1-ელ ნოემბერს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

⭕2025 წლის ნოემბრის პირველი ნახევარი, ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები - ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

🎥 „იცოდით რომ გაზების გაშვება სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ?...“ - სპეციალისტის განმარტება

წყარო: shenihoroskopi.ge