Digest Logo

🎥 „ამ კვირაში გადამეტებული ყველაფერი დასჯადია...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

1739779967
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის. არ გაცივდეთ, ინფექციური დაავადებებმა შეიძლება უცებ იფეთქოს. ემოცია მაქსიმალურად აკონტროლეთ. არავითარი სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ ან კარგად აკონტროლეთ“, - მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

მისი თქმით, გველოდება ამინდის ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები. 

18 თებერვალს 13 საათსა და 8 წუთზე მზე გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ვინც ელოდება შვილებს, გაითვალისწინეთ ვინც ამ დროიდან დაიბადება არის თევზები, ხოლო მანამდე ვინც დაიბადება არის მერწყული.

„ერთი თვე ვიქნებით თევზებისთვის დამახასიათებელი თვისებების გავლენის ქვეშ: მოგვემატება ემოციურობა, მგრძნობიარეობა, ქველმოქმედებისადმი ინტერესი, შემოქმედებითი ნიჭი გაიფურჩქნება. რაც უარყოფითია, მოიმატებს ტყუილის ალბათობა. უყვარს მას ძალიან არტისტულად ამის მოგონება. სამი ნეგატიური თვისება, ზღვარგადასული ფანტაზია, ძველი წარსულის სიყვარული, ზღვარგადასული თანაგრძნობა. გადამეტებული ყველაფერი დასჯადია. ნეგატიურ თვისებებს ზღვარი დავუწესოთ, დადებითი კი გამოვიყენოთ. მხედველობას ნუ გადაღლით“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის განმარტებით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მიმდინარე კვირაში მათი პროგნოზი ასეთია: 

ვერძი 

დიდი ფული არა, მაგრამ რაღაც ნაწილი თანხისა მოდის. მთავარია არ გიმტყუნონ ადამიანებმა, ვისი იმედიც გქონდათ. სამსახურში კი შესაძლოა, ადამიანებმა სათანადოდ არ შეასრულონ საქმე. კონტროლი საჭიროა ამ პერიოდში.

კურო

ენერგოტონუსი ემატება, გრძნობს რომ ორგანიზებულობა ემატება. წყალქვეშა დინებები არის ამ კვირაში, სიხისტე და სიჯიუტე, რაც ხელმძღვანელებს გააღიზიანებს. ფინანსური პრობლემების ალბათობაა, ზედმეტ ხარჯს თავი დავანებოთ. ყველაფერი გადაამოწმეთ.

ტყუპები

აქტიურია, ენერგიულია მაგრამ კონტროლის გაძლიერება მშობლების მხრიდან, ხელმძღვანელების მხრიდან მის მიმართ, რასაც იგი ვერ იტანს. მეტი ყურადღება ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

თქვენ გაქვთ ენერგოტონუსის მატების დრო. მოთმინება, ინტუიცია იზრდება. ამ კვირის წყალქვეშა დინებაა, ანუ რაღაცები შეიძლება გამოგრჩეთ. იყავით ყურადღებით, თუ რაღაცას ხელს აწერთ. ინტუიცია ამაში დაგეხმარებათ.

ლომი

ჯანი, ენერგია არის, მაგრამ შეიძლება ადრე დაშვებულმა ვალდებულებებმა შეგახსენონ თავი. ამის გამო მოხვდებით კრიტიკის ქარცეცხლში.

ქალწული 

ენერგოტონუსი ემატება, მაგრამ წყალქვეშა დინებაა პარტნიორები. შესაძლოა ავად გახდება, ან შესაძლოა ფსიქოლოგის როლის შესრულებაც მოგიწიოთ.

სასწორი

ამ კვირაში ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება, კაპიტალდაბანდება კარგად უნდა იყოს განსაზღვრული, „7 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერი“ პრინციპით იმოქმედეთ. ვალდებულებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეთ და ხელმძღვანელები დააფასებენ. 

მორიელი

ძლიერდება, ინტუიცია უძლიერდება. შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემები მოვიდეს, გაფუჭდეს ონკანი, რასაც მეტი ფინანსები სჭირდება, ამიტომ ნერვები არ მოიშალოს და ყველაფერიო კარგად იქნება.

მშვილდოსანი

კარგი პერიოდი აქვს, ჯანი ენერგია, ოპტიმიზმი. წყალქევშა დინებაა, იმპულსურობა და სიჩქარე. ეს კი შეცდომების დაშვების ალბათობაა.

თხის რქა

არ გადაამეტოს ძალაუფლებაში, თუ ხელმძღვანელი პირია. რადგან ამან შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს კოლეგებსა და ირგვლივ მყოფ პირებს შორის ურთიერთობის დაძაბულობა.

მერწყული

მთავარი პრობლემაა, რომ გრძნობს ვიღაცების კონტროლს ქვეშაა. ეს კი აღიზიანებს. ამ კონტროლიდან გამოსვლის სურვილი, კონფლიქტის მიზეზიც შესაძლოა გახდეს. 

თევზები

მოსალოცად გაქვთ დრო, მოვიდა თქვენი დრო. წარმატების შანსი ყოველდღე მატულობს, მაგრამ გაითვალისწინეთ ფარულ მტრებს არ სძინავს, აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. დაიწყეთ ახალი პროექტების ჩამოყალიბება. ნელ-ნელა მოემზადეთ მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩნდება ფიქრები სიკვდილზე ...“ - შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამიანი 42 წლის შემდეგ გადის

🎥 „შესაძლოა უყურადღებობამ კონფლიქტები გამოიწვიოს...“ - 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 ვის ეკუთვნის კორპუსის სხვენი და სარდაფის ფართი? - იურისტის განმარტება!