Digest Logo

„ამ კვირაში გამარჯვებული ის, ვისაც სიტყვების მართვა შეუძლია!“: როგორ გამოვიყენოთ მიმდინარე პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ? რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1793175461
რამაზ გიგაური

სიტყვიერი ომები და ეგოების დაპირისპირება „სანამ ხმალი მოვიდოდა - ენამ სისხლი დაღვარაო“ (ქართული ანდაზა).

28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით (პიკი - 30 ოქტომბერი) ცის კაბადონზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ასპექტი - რეტროგრადული მერკურისა (მორიელში) და მარსის (ლომში) კვადრატურა ფიქსირდება.

🔮 რას იძლევა ეს ასპექტი?

ამ პერიოდში სიტყვა ბასრი და მჭრელია. მით უმეტეს, რომ რეტროგრადული მერკური ძველ წყენებსა და ეჭვებს აღვიძებს, ხოლო მარსი გვიბიძგებს ოპონენტს მტკივნეულ წერტილში დავარტყათ.

გონება და მოქმედება დისჰარმონიაშია, რის გამოც ბრაზი იმპულსურ მოქმედებას იძლევა. იზრდება კონფლიქტების, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემებისა და ტრავმების ალბათობაც.

🛡️ როგორ ავირიდოთ ნეგატიური გავლენა?

📌 დააპაუზეთ რეაქცია: გაბრაზებულ გულზე ნათქვამი სიტყვა ურთიერთობას დააზიანებს.

📌 გააკონტროლეთ ეგო: ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ შეჰყვებით ადამიანს კამათში, მით უმეტეს - უცნობებს.

📌 გადადეთ გადაწყვეტილებები: მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასა და ძველ საკითხებზე დავას (მით უმეტეს, რომ მერკური რეტროგრადულია).

📌 იყავით ფრთხილად: ტრანსპორტის მართვისას და ვარჯიშისას მოერიდეთ რისკებს და აჩქარებას.

🔥 როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი ჩვენს სასარგებლოდ?

ნუ მიმართავთ ამ ენერგიას გარშემო მყოფების მდგომარეობიდან გამოსაყვანად. გამოიყენეთ ის ძველი პრობლემების მოსაგვარებლად.

ეს საუკეთესო დროა საჭირო ინფორმაციისა თუ კავშირების მოძიებისთვის, წარსულის ანალიზისთვის და იმ საქმეების დასრულებისთვის, რის გაკეთებასაც აქამდე ენერგიის არქონის ან გაუბედავობის გამო ვერ ბედავდით.

ამ კვირაში გამარჯვებული ის კი არაა, ვისაც შეუძლია სხვას მწარედ უკბინოს, არამედ ის, ვისაც საკუთარი აზრებისა და სიტყვების მართვა შეუძლია!

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აზრების სწრაფი ცვლა, განწყობის მერყეობა და მოუსვენრობა“ - ასტროლოგი 28 ოქტომბრის მთავარ ტენდენციებზე

⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

⭕„ფინანსური სიუხვისა და დიდი მიღწევების დღეა!“ - როგორ გავააქტიუროთ 28 ოქტომბრის ენერგიები

✕