Digest Logo

„ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1679903313
ცაგარელი მიხეილ

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ დედამიწა ამ კვირიდან დადებით ენერგოველშია.

🔵„ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

როგორც ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, ამ კვირის დადებით ტენდენციებს, ზოდიაქოს ყველა ნიშანი სასიკეთოდ იგრძნობს.

მისივე თქმით, თუ ხართ წყლის და მიწის ნიშნები, ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება.

რაც შეეხება თითოეულ ნიშანს: 

ვერძი 

რატომ ვარ დღეს მე წითელში? - ვერძის დროა. მზე, მერკური, იუპიტერი ყველა ვერძშია. ვერძისთვის საუკეთესო პერიოდია, აქტიური, ენერგიული, იღბალი მის მხარესაა, სამი-ოთხი საათი ყოფნის ძილი. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, როგორც მეუღლე იქნება საუკეთესო და მზად არის, ყოველთვის დაეხმაროს ადამიანებს. ოპტიმიზმი აქვს არნახულად მაღალი. ფინანსური კუთხით, ახლა თქვენი დროა - მინიმუმი 20 აპრილამდე, შეგიძლიათ, ძალიან  ბევრ რამეს მიაღწიოთ და საკითხები დადებითად გადაწყვეტთ. ამაში ენერგოტონუსი გეხმარებათ.

კურო

კუროს ენერგოტონუსი მცირდება. არ ნიშნავს, რომ ვერაფერს გააკეთებს, შეიძლება, ძველი საქმეები დაასრულოს. მას სჭირდება ცოტა მეტი დრო დაუთმოს ძილს. არ გათქვათ საიდუმლო, ფარული მტრები ძლიერდებიან და ამიტომ კუროს სჭირდება მოქმედება პრინციპით 7 - ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერით.

ტყუპები

გამოცოცხლდება ტყუპები, ენერგოტონუსი  მატულობს, ელოდება ახალი ნაცნობობანა. საუკეთესო პერიოდია სიახლეების, ახალი იდეების შემოსატანად. მეტი კონტაქტი ინტერნეტთან, შეიძლება აქ გაიცნონ ადამიანი, ვინც დაეხმარება იდეების რეალიზებაში.

კირჩიხი

პერიოდი არ არის ცუდი. შეიძლება გამოჩნდნენ გავლენიანი ადამიანები და მათ შეიძლება დაგიფინანსონ პროექტები, იდეების განხორციელებაში დაგეხმაროთ. შინაგან სიბრძნეს იგრძნობთ და სწორ დასკვნებს გააკეთებთ, ძველი შეცდომებისგან. ზოგიერთი წინ წაიწევს სამსახურში კარიერულად. კირჩხიბი ვერ მეგობრობს ვერძთან, მზე კი ვერძშია ამიტომ ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ არ გადაიღალოთ და მეტად დაასვენეთ თავი.

ლომი

ვერძის ყველაზე მონათესავე არის ლომი. მატულობს შარმი, საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. საუკეთესო პერიოდია უცხოეთში სამოგზაუროდაც, ან სასწავლებლად პარტნიორული თანამშრომლობისთვის. შეიძლება სულიერი მოძღვარი შეხვდეს და იპოვოს. რაც მას წინა კვირას აწუხებდა, ამ კვირაში გამოსწორდება და მშვიდად იქნება... ყოველმხრივ სასიკეთო პერიოდია. მთავარი მისი პრობლემაა სიზარმაცე. 

ქალწული

აქვს საშუალება მატერიალური ფუნდამენტის გაძლიერების. ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა. მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, სხვა მხრივ კი იმოქმედეთ აქტიურად. ენაზე კბილის დაჭერა როგორც კუროსთან, აქაც აქტუალურია. არ გათქვათ ინფორმაცია და ზედმეტად არ იხმაუროთ, რათა სხვებმა არ გამოიყენონ თქვენი იდეები.

სასწორი

შარმიანია, ძალიან ელეგანტური, მიმზიდველი. ეფექტური და საუკეთესო პერიოდია, საქმიანი კავშირებისთვის, შეიძლება ახალი იდეების რეალიზაცია შედგეს. ეს არის პერიოდი, როდესაც სწორ არჩევანს აკეთებს. პარტნიორული მუშაობის დროა.

მორიელი 

ინტუიცია მდგრადია, ზედმეტი ემოციის გარეშე აგვარებს პრობლემებს. რეალისტები არიან, ყველაზე მშვიდი ნიშნები წყლის ნიშნებში. ეს პერიოდი მისთვის მშვიდია, კონკრეტულ საქმეებს ჰკიდებს ხელს და არა აბსტრაქციებს. გასაგებია რომ ძლიერი ნიშანია, მაგრამ ენერგოტონუსი ეცემა. ამიტომ, ეცადოს არ გადაიღალოს. მშვიდად წყნარად, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოს. შესაბამისად კვირა იქნება მშვიდი.

მშვილდოსანი

ენერგია ემატებათ, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი იმატებს მასში. იღბლიანობა მატულობს, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონკურსებში, ლატარიებში რადგან გამარჯვების შანსი მატულობს. საუკეთესო პერიოდია, სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ახალი რომანტიკული კავშირები, ან ძველი კავშირების ამოწევა. შვილებთან ურთიერთობა მოიმატებს.

თხის რქა

ყველაფერს დაალაგებს ამ კვირაში, პერიოდი მთლიანობაში კარგია - ფინანსურადაც, ავტორიტეტის ამაღლების კუთხით, მშვენიერი პერიოდია. რა პრობლემა აქვს, ენერგოტონუსი მცირდება და იგრძნობს დაღლილობას. ამ ნიშანს აქვს არნახული შრომის უნარიანობა და მისი კრედო შრომა, მუშაობა და კარიერაა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაღლის გარეშე. 

მერწყული

საუკეთესო პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალია. ენერგიულია, საოცარი იდეები მოსდის, მათი რეალიზაციის პერიოდი მოდის. დებთან, ძმებთან, მეზობლებთან კონტაქტებს აუმჯობესებს. ამ ნიშანს უყვარს ორიგინალურობა და შეუძლია, არასტანდარტულად იმოქმედოს, რაც წარმატების მომტანია მისთვის. ეს პერიოდი ვარსკვლავურია მისთვის.

თევზები

შესაძლებლობები კარგი აქვს ამ ნიშანს და ფანტაზიები ეხსნება. კონკრეტული საქმეები აინტერესებს და მოქმედებენ პრინციპით, 7 - ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერით. ძველი საქმეებიდან შეიძლება მიიღოს ფინანსური დივიდენდები. მისი ენერგოტონუსი ეცემა და ამიტომ ცოტა მეტად დაისვენეთ.