Digest Logo

„ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

1679901180
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ კვირაში იქნება ტენდენციური.

🔵 „ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი“ - გიორგი კეკელიძე ბოდიშს იხდის

მისი თქმით, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას გეომაგნიტური დღეებია.

როგორც ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, ამ კვირაში განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, აკონტროლოთ წნევა და უმეტესად დასვენებას დაუთმოთ დრო.

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ეს ყველასთვის კარგია, იმიტომ, რომ ურთიერთგაგება მატულობს, ჯანმრთელობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას.

შესაძლებლობები წარმატებისა ადამიანთა ცხოვრებაში მატულობს. 

გეომაგნიტური დღე გვაქვს: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა.

საყურადღებოა, ეს ხანდაზმულებისთვის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემის მქონე ადამიანთათვის, რადგან ყურადღებას იჩენს წნევა, იგი თავის ტკივილი იწვევს და ამიტომ აკონტროლეთ წნევა და იყავით მშვიდად.

განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ხუთშაბათს და პარასკევს - არავითარი სიმძიმეების აწევა, არავითარი ნერვიულობა, გადაღლა, კარგია, სიმშვიდე, ძილი, ამიტომ არ გადავღალოთ გული. კარგია ხელოვნებასთან კავშირი.

ხუთშაბათს ფინანსური სიურპრიზების დღეა, კარგია თუ ცუდი ? -  გააჩნია, ვინ რას იმსახურებს.

გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სამშაბათს ჩვენი ემოციები იყოს არაადეკვატური, გელით მოულოდნელი ცვლილებები და მოულოდნელი შეხვედრები.

ამ კვირაში არ გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა“, - განაცხადა ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵წარსულის გაქრობა თანხის სანაცვლოდ - ბარსელონაში დაარსებული ფირმის ფილიალი თბილისში აღმოაჩინეს

🎥 ცეცხლის დანთება, კოცონზე ხტომა და სურვილების ჩაფიქრება - რა ტრადიციებით აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს საქართველოში მცხოვრები მუსლიმები

🎥 კურიერმა ქუჩაში ძვირად ღირებული ტელეფონი იპოვა - ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა მობილურის მფლობელს