Digest Logo

„ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ესთეტიკური პროცედურებისგან!“ - ასტროლოგის მიმართვა

1777207445
ქეთი ოდიშელი

 ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას ურჩევს, ამ პერიოდში ესთეტიკური და ინვაზიური ჩარევებისგან თავი შეიკავონ. მისი განმარტებით, 26 რიცხვამდე ვენერას ენერგიები არასასურველ პოზიციაშია, რაც ზრდის გართულებების რისკს ისეთი მინიმალური პროცედურების დროსაც კი, როგორიც ბოტოქსია.

„ვენერას ენერგიები ხშირად უკავშირდება ესთეტიკურ მედიცინას და სილამაზის პროცედურებს. ამ პერიოდში, 26 რიცხვამდე, არ არის რეკომენდებული არც ინვაზიური და არც ესთეტიკური ჩარევები - მათ შორის ოპერაციები და მსგავსი პროცედურები.

მაშინაც კი, ისეთი მინიმალური ჩარევა, როგორიც არის ბოტოქსი, შეიძლება არასასურველ შედეგებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რისკი ყოველთვის ინდივიდუალურია, ამ პერიოდში მსგავსი პროცედურების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.

ასევე, ამ პერიოდში შესაძლოა გართულდეს შაქრიანი დიაბეტის მართვა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება და კონტროლი არის საჭირო ჯანმრთელობის ამ მიმართულებითაც“, - ამბობს ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ლევანიკოს შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ვიყავი როგორც რობოტი, რომელიც უბრალოდ აგრძელებს არსებობას“ - სალომე კბილაშვილის ემოციური პოსტი

☀️ მზის რიტუალი, რაც ენერგიის „განაწილებასა“ და სამყაროდან კიდევ მეტი სიკეთის მოზიდვაში დაგეხმარება

„სამყარო გვიხსნის კარს მატერიალური წარმატებისა და ახალი შესაძლებლობებისკენ“ - პრაქტიკა, რაც 26 აპრილს უნდა ჩაატაროთ

წყარო: primetime.ge