Digest Logo

„ამზადებდნენ ხუთშაბათის მარილს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, სახლში ბარაქას და იღბალს იზიდავს...“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი

1775636397
რიტუალი რიტუალი

დიდი ხუთშაბათი (სუფთა ხუთშაბათი) - ვნების კვირაში, წითელი პარასკევის წინა დღეს, კარგია სახლის საფუძვლიანი დასუფთავება, ფანჯრების გაწმენდა.

სახლში კეთილდღეობის მოსაზიდად კარგია დალაგების შემდეგ იატაკი სპეციალური წყლით მოწმინდოთ, რომელშიც წინასწარ 1-2 საათით ხურდა ფული გქონდათ ჩაყრილი.

🕯️ბოლოს, მთელი სახლი ანთებული სანთლით საათის ისრის მიმართულებით შემოიარეთ. ნარჩენი სანთელი შემოსასვლელ კართან დატოვეთ, ჩაიწვას.

🍚ასევე დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლები ამზადებდნენ ხუთშაბათის მარილს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, სახლში ბარაქას და იღბალს იზიდავს. ის წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ამ დღეს მზადდებოდა.

დიდი ხუთშაბათის მარილს აქვს ძლიერი ენერგეტიკა, გამაჯანსაღებელი, გამწმენდი და დამცავი მოქმედება.

ხუთშაბათის მარილის მომზადება 👇

გახურებულ თუჯის ტაფაზე დაყარეთ 1კგ. მსხვილი მარილი და 5-10 ს.კ. ფქვილი. ურიეთ ხის კოვზით საათის ისრის მიმართულებით, ამავდროულად 3-ჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო. როდესაც მარილი გამუქდება, მზად არის. შეიძლება მარილის გამომშრალი ბალახეულით მომზადებაც. ამ შემთხვევაში დაუმატეთ გამომშრალი: როზმარინი, პიტნა, მელისა, ჭინჭარი, ორეგანო.

შეინახეთ ქსოვილის ტომარაში, ან გაუმჭვირვალ ქილაში.

გამოყენება 👇👇👇

ბარაქისთვის გქონდეთ მაგიდის ცენტრში, ხის სამარილეთი. უწინ ერთ მწიკვს უამტებდნენ ჩვილის ბანაობისას, რომ ჯანმრთელი და ძლიერი გაზრდილიყო.

მგზავრობისას მიქონდათ თან, მშვიდობიანი მგზავრობისთვის. ხსნიდნენ სახის დასაბან წყალში, სილამაზისთვის. ერთ მწიკვს ურევდნენ სადილში, ავადმყოფობისას ცოტას პირდაპირ ენაზე იყრიდნენ. ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნების დროა პატარა ტომსიკით ბალიში ქვეშ დებდნენ, შესარიგებლად.

💏 უარყოფითი ენერგიის გასანეიტრალებლად და ოჯახში სიუხვის მოსაზიდად ყრიდნენ სახლის კუთხეებში, ეზოში, საქონლის სადგომში, ბეღელში 🏡 გავწმინდოთ სახლი ნაგვისგან, გონება - ნეგატიური აზრებისგან, გული - შურისა და ბოღმისგან, სული - ცოდვებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

⭕🎥 „ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა...მის შემდეგ არც უნახავს, არც მაშინ, როცა გარდაიცვალა“ - რას წერს ლიკუნა კუჭუხიძე

⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები

წყარო: www.facebook.com