ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას გადაურჩა, რამდენიმე დღის წინ ეკრანებთან გამოჩნდა, გადაცემაში „ნოესთან“, სადაც პირველად ილაპარაკა ოჯახის ტრაგედიაზე.
ლიკუნამ დეტალურად გაიხსენა გარდაცვლილი მეუღლე, მათი სიყვარულის ისტორია და ტრაგიკული დღე, როდესაც ისინი ავარიაში მოჰყვნენ.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეუღლის მამის შესახებ წერს:
„ჩემი მეუღლის მონაყოლიდან რაც ვიცი ეს არის, რომ ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა. ამის შემდეგ არც უნახავს, არც მაშინ უნახავს მამამის სკოლაში რომ შევიდა, არც მაშინ სკოლა რომ დაამთავრა, არც მაშინ ცოლი რომ მოიყვანა და არც მაშინ როცა გარდაიცვალა.
არასდროს ყოფილა ბაჩოს გვერდით რთულ და კარგ დღეებში. მაგრამ ჩემ მეუღლეს ბიძია ჰყავდა, ვინც აღზარდა ნამდვილ ვაჟკაცად და ადამიანად!
ბაჩო გაზარდა დედამ, ბიძიამ და ოჯახის წევრებმა, იმ ადამიანებმა, ვინც რეალურად იყვნენ მის გვერდით და მის ცხოვრებაში.
ამიტომ ძალიან უსამართლოა, როცა დღეს ვინმე მას „მამად“ მოიხსენიებს და თანაგრძნობას გამოხატავს.
მშობლობა სიტყვა არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, ყოფნა და სიყვარული.
და ყველა არ არის ღირსი, ამ სტატუსს ატარებდეს.
სიმართლე ის არის, რომ ბაჩოს ცხოვრებაში მამა არასოდეს არსებობდა“, - წერს ლიკუნა კუჭუხიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები
⭕რატომ გვიყურებს მატყუარა თვალებში? - რამაზ გიგაური ტყუილის შესახებ გავრცელებულ მითს ამსხვრევს
⭕ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში აღასრულებს