Digest Logo

„აქტიურად მიმდინარეობს სულების გამოღვიძების პოზიტიური პროცესი, შესაძლოა საკმაოდ რთული და არაკომფორტული იყოს ბევრისთვის“ - რუსუდან კვირიკაშვილი

1780772340
ბნელი სულებიბნელი სულები

რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია.

იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  აქტიურად მიმდინარეობს სულების გამოღვიძების პოზიტიური პროცესი:

„ამ ქაოსის და ნეგატიური დაძაბულობის ფონზე, თავისთვის, ჩუმად, აქტიურად მიმდინარეობს სულების გამოღვიძების პოზიტიური პროცესი. უამრავი სული ნელ-ნელა გამოდის „მოჯადოებული“ საღათას ძილის მსგავსი მდგომარეობიდან და უბრუნდება თავის ღვთიურ სულიერ საწყისს.

ეს პროცესი საკმაოდ რთული და არაკომფორტული შესაძლოა იყოს ბევრისთვის, რადგან ბევრი ძველი პროგრამის და კონსტრუქციის რღვევა-ჩამოშლა ხდება.

სულიერი გამოღვიძების პროცესში ადამიანს მოუწევს უარი თქვას ბევრ რამეზე, რაც ძველ ცნობიერებასთან აკავშირებს. ბევრი ურთიერთობა, რომელიც ძველი ცნობიერების მოდელით იმართებოდა, დასასრულს მიუახლოვდება და კარმული კავშირებიც გაწყდება.

ბევრი ადამიანი შეამჩნევს, რომ მისი ორგანიზმი უარს იტყვის მძიმე ცხოველურ საკვებზე,რაც ადამიანს დაბალ ვიბრაციებზე და სისტემის მონობაში ამყოფებდა. ბევრი იმასაც შეამჩნევს, რომ ის წრე, ის ადგილები და სიტუაციები, სადაც ადრე კარგად გრძნობდა თავს, ახლა უკვე ამძიმებს და აღარ სიამოვნებს.

ეს ყველაფერი იმის გამო ხდება,რომ სულიერი გამოღვიძების პროცესში მყოფი ადამიანის ენერგეტიკული ვიბრაციები ამაღლების პროცესშია და მისთვის შეუსაბამო , ჯერ კიდევ ძველ ცნობიერებაში მყოფი ადამიანების დაბალ ვიბრაციებთან შეუსაბამობაში მოდის. განსხვავებულების შეუთავსებლობა ბუნებრივია.

ეს პროცესი არ არის ადვილი. მით უმეტეს, მატრიცაც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ კლანჭებიდან არ გაუშვას სულები, რომელთა დასაძინებლად და ზომბირებულ მდგომარეობაში გადასაყვანად ამდენი 'იღვაწა'.
თუმცა, კაცობრიობის სულიერი გამოღვიძების პროცესს ვერავინ ვეღარ შეაჩერებს. ყველა, ვისაც სურვილი და მზაობა ექნება და ძალისხმევას არ დაიშურებს, შეძლებს ცნობიერების ახალ ნათელ ეტაპზე გადასვლას.

ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც სხვა გზას (ტრანსჰუმანუზმი/ კიბორგიზაცია) აირჩევენ და ამ მიმართულებით გააგრძელებენ არსებობას (*). ეს გზა ღვთიური საწყისისგან მოწყვეტილი გზაა, თუმცა ნება მათია.

ბრძენია ადამიანი, რომელიც ილუზიის საბურველს მიღმა შეძლებს ნამდვილი რეალობის დანახვას. სიბრძნე კი სულიერ საწყისთან მტკიცე კავშირით იბადება ადამიანში“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი.