Digest Logo

🎥 „არ აიღოთ სესხი და არ გადადგათ სარისკო ფინანსური ნაბიჯები“ - 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1741067603
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე საკმაოდ აქტიური, ენერგიული იქნება. შეგიძლიათ ეს დღე ნებისმიერი მიმართულებით გამოიყენოთ, გარდა სესხის აღებისა, არ გადადგათ სარისკო ფინანსური ნაბიჯები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - ეს დღე საკუთარ თავს დაუთმეთ და ეცადეთ პიროვნულად განვითარდეთ, კარგი დღეა სპორტით დაკავებისთვის. 

კურო - შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ძველი მეგობრები და არ დაუშვათ იგივე შეცომდები რაც ადრე, ასევე ეცადეთ არ იყოთ ჯიუტები. 

ტყუპები - ეს დღე მოგცემთ საშუალებას განვითარდეთ კარიერულად. არ შეუშიდენთ სიახლეებს. 

კირჩხიბი  - შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა და შემოიტანოთ ცხოვრებაში სიახლეები. ენდეთ ინტუიციას.

ლომი - შეგიძლიათ დაუსრულებელი საქმეები დაასრულოთ, ამისთვის ეს დღე კარგია. 

ქალწული - სასიყვარულო კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, ეცადეთ იყოთ გულახდილები, ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ. 

სასწორი - ეცადეთ მეტი იზრუნოთ საკუთარ თავზე და დააბალანსოთ დასვენება და მუშაობა. 

მორიელი - მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ ფინანსური კუთხით, ასევე გამოიყენეთ ინტუიცია, ის სწორად გიკარნახებთ. 

მშვილდოსანი - აუცილებელია პირადი და პროფესიული ცხოვრება მოიყვანოთ ჰარმონიაში და ორივესთან დაიცვათ ბალანსი. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადაგმისთვის კარგი დღეა.

თხის რქა - დღევანდელი დღე დაუთმეთ სახლს და ოჯახს, კარგი იქნება შეიძნოთ მიწის ნაკვეთი ან სახლი.

მერწყული - შეიძლება გაგიჩნდეთ კარგი იდეები, რომელიც მალე რეალობად იქცება, თუმცა კარგად განსაზღრეთ ვისთვის შეიძლება ამის გაზიარება და ვისთვის არა.

თევზები - შესაძლოა კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ, ფოკუსირდით საკუთარ მიზნებზე, გადადგით ნაბიჯები და იყავით თავდაჯერებულები. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბედნიერია შენი დედა ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ“ – როლიკო ოქროპირიძის მიერ შესრულებული ემოციური სიმღერა „დედა“

⭕ლევან მაჭავარიანი: სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ