Digest Logo

🎥 „არ არის გამორიცხული, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ...“ - 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1750920858
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეცემათ შესაძლებლობა საფუძველი ჩაუყაროთ სამომავლო გეგმებს. ნებისმიერი იმპულსი იქნება წარმატებული. იფიქრეთ პოზიტიურად და კონცენტრირდით დადებით მოვლენებზე“, - 26 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

ვერძი

დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას სხვაგვარად დაინახოთ თქვენი სამომავლო გეგმები. შეგიძლიათ გამოიჩინოთ სითამამე. შეეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.

კურო

საინტერესო დღეა, შესაძლებელია, მოგიწიოთ უცნაური გადაწყვეტილებების მიღება. ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელი იქნება თქვენთვის. გამოჩნდება ახალი პერსპექტივებიც.

ტყუპები

მაქსიმალურად დააკვირდით ინფორმაციას, რომელიც თქვენამდე მოვა. არის ალბათობა, რომ ბევრი საჭირო რჩევა მიიღოთ. შესაძლოა წიგნის ან კონკრეტული ფრაზის მეშვეობით. გადააფასეთ ურთიერთობები.

კირჩხიბი

შედარებით დამღლელი დღეა თქვენთვის. არ არის გამორიცხული გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, დაგჭირდეთ დახმარება და თქვენი მეგობრების თანადგომა. კარგი იქნება თუ არ მოგერიდებათ და მიმართავთ მათ დასახმარებლად.

ლომი

ემოციურად მძიმე დღეა. შესაძლოა უკმაყოფილება იგრძნოთ ურთიერთობებში. შეეცადეთ მშვიდად და ჰარმონიულად შეაფასოთ გარემოებები. ზედმეტად კრიტიკულები არ იყოთ სხვებთან დამოკიდებულებაში.

ქალწული

დილა პროდუქტიულად და ნაყოფიერად უნდა დაიწყოთ. ნებისმიერი თქვენი წამოწყება წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა. უმჯობესი იქნება საღამო შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასწორი

სასიამოვნო დღეა თქვენთვის. არ არის გამორიცხული სიურპრიზები და საჩუქრები მიიღოთ სამყაროსგან. მაქსიმალურად გამოიყენეთ დღევანდელი დღის ენერგია. გადადგით ნაბიჯები იმ მიმართულებით, სადაც გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

მორიელი

ემოციურად მძიმე და დაძაბული დღე გაქვთ. შესაძლოა გაგახსენდეთ მოვლენები, რომლებიც თქვენზე ნეგატიურად აისახება. შეეცადეთ, რომ კონცენტრირდეთ დადებით მოვლენებზე, რადგან ეს დაგეხმარებათ ჭეშმარიტების პოვნაში.

მშვილდოსანი

დღეს მიიღებთ ბევრ ახალ ინფორმაციას. ასევე ბევრ ახალ ადამიანთან მოგიწევთ კომუნიკაცია. შეინარჩუნეთ სტაბილურობა და მიმართეთ ენერგია იმ მიმართულებით, საითაც გჭირდებათ.

თხის რქა

აქტიური დღეა, ბევრი საკითხი პრიორიტეტული გახდება. ეცადეთ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. სწორად მიუდექით თქვენ ფინანსურ მდგომარეობას და ისე იმოქმედეთ.

მერწყული

საკმაოდ აქტიური დღეა. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ და გადადგათ ახალი ნაბიჯები. ჩამოწერეთ ახალი იდეები და ის მიმართულებები საითაც გსურთ განვითარება.

თევზები

დღე არც ისე ჰარმონიულად დაიწყება. არის ალბათობა გაურკვევლობაში მოხვდეთ, თუმცა დრო ამ ყველაფერს აუცილებლად გამოასწორებს. იფიქრეთ პოზიტიურად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მსოფლიოს უძველესი ბუმერანგი იმაზე 10 ათასი წლით ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, მაგრამ სროლის შემდეგ უკან არ ბრუნდება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ივნისს საქართველოში

⭕ „თუ შეგიძლია, წადი და ნახე პარიზი...“ - რას წერს გია მურღულია