Digest Logo

„თუ შეგიძლია, წადი და ნახე პარიზი...“ - რას წერს გია მურღულია

1750916054
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შესაძლოა (ამწუთას ასე ვფიქრობ), ერთი წინადადებით არავის ისე არ დაუხასიათებია ქალაქი, როგორც ჰენრი მილერმა დაწერა საფრანგეთისა და მსოფლიოს მარგალიტზე თავის „კირჩხიბის ტროპიკში“:

„პარიზში ცხოვრობენ, პარიზში არ კვდებიან...“

ეს არის სიცოცხლის დღესასწაული ერთ ფრაზაში - თითქოს ეს დღესასწაული კი არა, ეს ფრაზაც არასდროს მთავრდება.

ამ ქალაქში შეიძლება რაღაც მხოლოდ დაიწყოს იმისათვის, რომ განვითარებისა და ქმედების იმპულსი მუდმივად შეინარჩუნოს და სიკვდილი შეარცხვინოს.

ეს ჰენრი მილერია - ცოტა სიტყვაში ბევრის მომთავსებელი.

თუ შეგიძლია, წადი და ნახე პარიზი.

იქ ცხოვრობენ.
იქ არ კვდებიან.
ოღონდ - უკვდავნი.
...და ცოტ-ცოტა - დანარჩენებიც“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კერძის გემოზე?

⭕„მოსალოდნელია ამ პერიოდში „ამოტივტივდეს“ წარსული ან განახლდეს გარკვეული ტკივილები...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი 25 ივნისის ახალმთვარეობისთვის

🎥 „შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული უენერგიობა, დაღლილობა, გაგახსენდეთ ძველი წყენა ან ეჭვები...“ - 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან