Digest Logo

„არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის“- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1730010830
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 27 ოქტომბრის შესახებ საუბრობს.

„მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება და იგი ზუსტ ოპოზიციას გააკეთებს სატურნთან. ეს დღე შესაძლოა იყოს დაპირისპირების, ამიტომ ყველას მეტი სიფრთხილე გვმართებს. 

ჩვენ გარშემო დაძაბული ენერგეტიკა იქნება, ამიტომ არ ღირს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ასევე არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის.

მუცლის ღრუზე ოპერაცია და ქირურგიული ჩარევა არ არის სასურველი, გადაუდებლად აუცილებლის გარდა“, - ამბობს ასტროლოგი. 

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო: