
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და დღეს გაძლიერებული იქნება ინტუიცია. ეცადეთ ეს დღე მარტივად და მსუბუქად გაატაროთ“, - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა, ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - შეიძლება ეს დღე ქაოტურად დაიწყოს და ვერ მოახერხოთ კონცენტრაცია იმაზე, რაც რეალურად არის მნიშვნელოვანი. მომატებულია ემოციურობა და ეცადეთ მეტი სიმშიდე გამოიჩინოთ.
კურო - ემოციური მდგომარეობა არ არის სტაბილური ეცადეთ მეტი სიმშვიდე გამოიჩინოთ. არ არის სასურველი გამოიჩინოთ ინიციატივა სამსახურში, არის იმის ალბათობა რომ დაუშვებთ შეცდომებს.
ტყუპები - თუ გჭირდებათ მნიშვნელოვანი რამის მიღწევა შეგიძლიათ დაგეგმოთ და შემდეგ იმოქმედოთ. არ არის სასურველი სიჩქარე და სხვისთვის გაზიარება.
კირჩხიბი - კარგი იქნება განტვირთვა და ენერგიით ავსება. გაძლიერებული გაქვთ ინტუიცია და უმჯობესი იქნება დაკავდეთ იმ საქმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
ლომი - თუ, რომელიმე საკითხში დახმარება და გარკვევა გჭირდებათ შეგიძლიათ თქვენს მეგობრებს დაეყრდნოთ.
ქალწული - საინტერესო დღეა, იყავით დაკვირვებული და მცირე დეტალებსაც მიაქციეთ ყურადღება.
სასწორი - ქაოტური დღეა, არ არის სასურველი ახალი ვალდებულების და პასუხისმგებლობის აღება.
მორიელი - ეცადეთ თავიდან აირიდოთ სტრესი და გადაღლა, შეგიძლიათ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები.
მშვილდოსანი - არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან გქონდეთ კომუნიკაცია, რადგან მათმა კრიტიკამ და რჩევამ შეიძლება გაგაღიზიანოთ. უმჯობესია ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ.
თხის რქა - კარგი იქნება ეს დღე იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავს დაეყრდნობით, არ არის სასრუველი სხვების რჩევების გათვალისწინება.
მერწყული - გინდათ ყველაფერი სწრაფად მოასწროთ, მაგრამ უმჯობესია არ იჩქაროთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები.
თევზები - წარმატებული დღეა, შეგიძლიათ დაუნრუნდეთ გეგმებს, რომლის შესრულებაც გინდოდათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ სწორად.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: