ნუმეროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი საზოგადოებას გააცნო.
როგორც ნუმეროლოგი ამბობს, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, არ არის სასურველი ზედმეტი აქტივობა და შორ გზაზე წასვლა.
ვერძი
გჭირდებათ შრომისმოყვარეობაა და თავდადება რომელიც გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. თუმცა შესაძლოა მოგიწიოთ წინააღმდეგობის გადალახვაც, რომლის დაძლევასაც შეძლებთ იმ დროს თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ. არ არის სასურველი ზედმეტი ფინანსური ხარჯები.
კურო
პრაქტიკული მიდგომა და შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ, დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან.
ტყუპები
განსაკუთრებულად კომუნიკაბელურები ხართ დღეს და მარტივად შეძლებთ ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა. მაგრამ იცოდეთ ინფორმაცია, რაც თქვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია არ გათქვათ.
კირჩხიბი
შესაძლოა გაგიჭირდეთ საქმეზე კონცენტრაცია ეცადეთ ეს დღე მშვიდად და ოჯახურ გარემოში გაატაროთ.
ლომი
დღეს შესაძლოა კოლეგებს თქვენი დახმარება დასჭირდეს და თუ ამის საშუალება გექნებათ დაეხმარეთ მათ და დაუდექით გვერდით. ყურადღება დაუთმეთ თქვენ მეორე ნახევარსაც.
ქალწული
დღევანდელი დღე შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს კარიერული კუთხით. ეცადეთ სწორად შეაფასოთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით.
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ კოლეგებთან ურთიერთობებს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. არ არის სასურველი ფინანსური ხარჯები და თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან.
მორიელი
დღეს შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას, მაგრამ თქვენი სიმტკიცით მოახერხებთ ამ ყველაფრის გადალახვას. იყავით ყურადღებით და ფრთხილად, რათა არ დაუშვათ შეცდომები.
მშვილდოსანი
ეს დღე სავსე იქნება მოულოდნელი შანსებით და ინსპირაციით, ამიტომ ეცადეთ ეს დღე ახალი მიზნებისთვის ნაყოფიერად გამოიყენოთ.
თხის რქა
განსაკუთრებით პროდუქტიული ხართ, შესაძლოა მოგიწიოთ ახალი ნაბიჯების გადადგმა. ეცადეთ დღის პირველი ნახევარი საქმეს დაუთმოთ, ხოლო მეორე ნახევარი საყვარელი ადამიანების გარშემო გაატაროთ.
მერწყული
დადებითი დღე გელოდებათ თითქმის ყველა მიმართულებით, თუმცა არ იჩქაროთ და მიჰყევით დინებას, ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ ცვლილებებისთვის.
თევზები
დღეს ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი ის, რაც გსიამოვნებთ და დადებით განწყობაზე გაყენებთ. არ გააკეთოთ მძიმე საქმე და ისეთი, რაც ცუდ განწყობაზე გაყენებთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მშრალი და დახეთქილი ტუჩები - როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში?