Digest Logo

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი საუბარი, უმჯობესია სხვებს მოუსმინოთ“ - 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1740636696
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის ენერგია იუპიტერია, ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატაროთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - დღე არც ისეთი ნეგატიური იქნება და შეგიძლიათ გამოიყენოთ მიზნებისთვის, თუმცა არ იჩქაროთ.

კურო - ეცადეთ ემოციებმა არ შეგიშალოთ ხელი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, არ იჩქაროთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. 

ტყუპები - დღეს თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და მოგინდებათ ახალი საქმეების დაწყება, მაგრამ არ იჩქაროთ ეს დღე ამისთვის კარგი არ არის. იყავით გულახდეილები. 

კირჩხიბი - პოზიტიური დღეა კომუნიკაციის თვალსაზრისით, არ გინდათ ახალი ნაბიჯების გადადგმა და ენდეთ ინტუციას. 

ლომი - პირველი ნახევარი მშიდი იქნება, მეორე ნახევარი კი შედარებით დაძაბული იქნება, კარგი იქნება საღამო იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. 

ქალწული - თუ რამე არ გამოგივათ დღეს არ იდარდოთ, არ არის სასურველი ახალი შენაძენების გაკეთება, მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს.

სასწორი  - წარმატებული დღე იქნება, თუ მოიდომებთ ყველაფერი გამოგივათ. დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ ის საქმეები, რის გაკეთებასაც უახლოეს მომავალში აპირებთ. 

მორიელი - სასურველია თქვენთვის კომოფრტული სამუშაო რიტმი შეარჩიოთ და ისე იმოქმედოთ, შესაძლოა გარკვეული ადამიანები მიგანიშნებდეთ სხვა რაღაცეებზე და უმჯობესია ის გააკეთოთ, რაც თქვენთვის არის კომფორტული. დღეს არ არის სასურველი სხვების რჩევების გათვალისწინება. 

მშვილდოსანი - შესაძლოა ეს დღე ქაოტური იყოს და ბევრმა პრობლემამ იჩინოს თავი და ბევრი საქმე გქონდეთ, მაგრამ გააკეთეთ ის საქმე, რაც ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი.

თხის რქა - უმჯობესია მნიშვნელოვან საქმეებზე გააკეთოთ კონცენტრაცია და არ გაფლაგნოთ დრო ტყუილად წვრილმან საქმეებზე. 

მერწყული -  ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს და მათ დამოკიდიდებულებას თქვენდამი, ეცადეთ იყოთ თავშეკავებულები და არ გამოიჩინოთ ზედმეტი ინიციატივა. 

თევზები  - არ არის სასრუველი ზედმეტი საუბარი, უმჯობესია სხვებს მოუსმინოთ არ დახარჯოთ დრო ტყუილად, პირდაპირ იმოქმედეთ. არ გაუზიაროთ ადამიანებს თქვენი გეგმები.