რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია.
იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რეიკის ძლიერ ენერგიაზე საუბრობს:
„რეიკის სასიცოცხლო ენერგია საოცრად ძლიერია, თუმცა ის ფაქიზად მუშაობს ადამიანთან მისი სულიერი პროგრამის სრული გათვალისწინებით.
რეიკის ენერგია ადამიანს ეხმარება დაგროვილი ნეგატიური ბლოკებისგან განთავისუფლებაში, ენერგეტიკული ბალანსის აღდგენასა და სტრესისგან განთავისუფლებაში.
არ არსებობს რაიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაც რეიკის ენერგიით ვერ მოხდებოდა, თუკი ამ პრობლემის გასაშვებად ადამიანი უკვე სულიერად მზადაა (მზადყოფნა აუცილებელი პირობაა).
რეიკის ენერგიასთან წარმატებულ მუშაობას და ნაყოფიერ შედეგებს დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის სულიერი განვითარების და ცნობიერების დონე (როგორც ნებისმიერი თერაპიის შემთხვევაში).
რეიკი ნამდვილად საოცარი საჩუქარია სამყაროსგან მათთვის, ვინც ამ საჩუქრის მისაღებად უკვე მზადაა“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი.