გაზაფხულის მეორე თვე აღმოსავლური კალენდრის ყველა ნიშნისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. სამყარო თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს: ზოგს კარიერული ნახტომი ელის, ზოგს კი - საბედისწერო შეხვედრა.
აპრილის მთავარი ფორმულაა: არ ეცადოთ ყველაფრის ერთბაშად მოსწრება. თქვენი ძალა ამ თვეში ზომიერებასა და თანმიმდევრულობაშია.
🐀 ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)
აპრილი თქვენი პოტენციალის დემონსტრირების თვეა. ელოდეთ შემოსავლის ახალ წყაროებს - იქნება ეს ბონუსი თუ წარმატებული ბიზნეს-იდეა.
სიყვარული: დროა, პარტნიორთან გულწრფელად ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. მარტოხელებმა კი სამუშაო გარემოს გადაავლეთ თვალი.
იღბლიანი დღე: 3 აპრილი.
🐂 ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021)
სტაბილურობის თვეა. თქვენს შრომას უფროსობა აუცილებლად დააფასებს, თუმცა შედეგს ზაფხულისკენ დაინახავთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.
სიყვარული: ნამდვილი „თაფლობის თვე“ გელით - პაემნები და სიურპრიზები გარანტირებულია.
იღბლიანი დღე: 10 აპრილი.
🐅 ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022)
ნამდვილი გარღვევა კარიერაში! გაქვთ შანსი ჩაუდგეთ სათავეში მომგებიან პროექტს. ფინანსები გაიზრდება, მაგრამ ეცადეთ, იმპულსურ შოპინგს გაუძლოთ.
სიყვარული: მარტოხელა ვეფხვებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შესაძლოა სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს.
იღბლიანი დღე: 21 აპრილი.
🐇 კურდღელი (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023)
თქვენი წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია. თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ფულად ბონუსს მიიღებთ.
სიყვარული: ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდია. თუ პარტნიორს ეძებთ, მიმოიხედეთ მეგობრების წრეში.
იღბლიანი დღე: 14 აპრილი.
🐲 დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)
აპრილი თქვენთვის კარიერული ტრამპლინი გახდება. შუა თვეში შესაძლოა მიიღოთ ისეთი შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვით.
სიყვარული: ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. ურთიერთობაში რბილი ძალა და გულწრფელი საუბარი მეტ შედეგს მოგიტანთ.
იღბლიანი დღე: 11 აპრილი.
🐍 გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)
საუკეთესო დროა სტრატეგიული დაგეგმვისთვის. დაასრულეთ ძველი საქმეები და ნუ დაიწყებთ ახალს. შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ.
სიყვარული: ფარული სიმპათიები გამჟღავნდება. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გრძნობების აღიარების.
იღბლიანი დღე: 6 აპრილი.
🐎 ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)
დინამიკური თვეა, შესაძლოა უცხოეთში მივლინებებიც კი მოგიწიოთ. ნუ იტყვით უარს საინტერესო პროექტებზე - ისინი ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
სიყვარული: მოულოდნელი შემობრუნებები - ხელის თხოვნა ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
იღბლიანი დღე: 17 აპრილი.
🐑 თხა (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)
თქვენი შემოქმედებითი ნიჭის ჩვენების დროა. არასტანდარტული მიდგომა უფროსობისგან ქებასა და მოგებას მოგიტანთ.
სიყვარული: ემოციური სიღრმეების პერიოდია. მეორე ნახევარი შემოქმედებით გარემოში - მუზეუმში ან გამოფენაზე ეძებეთ.
იღბლიანი დღე: 27 აპრილი.
🐒 მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)
ხელსაყრელი თვეა ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. თვის ბოლოს დაწყებული საქმეები განსაკუთრებით წარმატებული იქნება.
სიყვარული: პარტნიორისგან განსაკუთრებულ სინაზეს იგრძნობთ. მარტოხელები ენდეთ მეგობრების რჩევებს.
იღბლიანი დღე: 9 აპრილი.
🐓 მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)
აპრილი თქვენგან დისციპლინას მოითხოვს. ორგანიზებულობის წყალობით კარიერულ წინსვლას მიაღწევთ.
სიყვარული: მცირე კამათი საუბრით მარტივად მოგვარდება. დააკვირდით მათ, ვინც დიდი ხანია ყურადღების ნიშნებს გიგზავნით.
იღბლიანი დღე: 15 აპრილი.
🐕 ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)
თუ სამსახურის ან პროფესიის შეცვლას აპირებდით, აპრილი ამისთვის საუკეთესოა. ფინანსებში გონიერება გმართებთ.
სიყვარული: ურთიერთობაში სრული ჰარმონია ისადგურებს. თუ მარტო ხართ, სჯობს დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ.
იღბლიანი დღე: 25 აპრილი.
🐖 ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)
ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. თვის ბოლოს აუცილებლად დააჯილდოვეთ საკუთარი თავი მოგზაურობით.
სიყვარული: წარმოუდგენლად რომანტიკული თვეა. მეწყვილეს სრულიად სხვა კუთხით დაინახავთ.
იღბლიანი დღე: ნებისმიერი დღე, როცა საკუთარ თავზე ზრუნვას გადაწყვეტთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კავშირშია ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან? - ეს უნდა იცოდეთ!
⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”
წყარო: trend.ge