Digest Logo

🎥 „არ გავრისკოთ ფულთან დაკავშირებული საქმეები და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა“ - 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1723971676
ხათუნა ნოელი

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ასტროლოგმა, ხათუნა ნოელმა სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი განაახლა.

ხათუნა ნოელმა საზოგადოებას 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები გაუზიარა, სადაც დღის ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენებზე ისაუბრა. 

„18 აგვისტოს მთვარე მზარდია. მე-14 და მე-15 დღეებს გადის. მალე სავსემთვარეობა გექნება და მთვარის ნიშანი გახლავთ მერწყული. ამ რამეს ენერგიაც მოზღვავებულია და ოპტიმიზმშიც გვიწყობს ხელს. თუმცა ამ დღეს სასურველია საქმეების დამთავრება და არა ახლის დაწყება.

მომდევნო დღეს გვაქვს სავსე მთვარე, რომელიც საკმაოდ დაძაბული ასპექტებით გამოირჩევა. ამიტომ ემოციებიც შესაძლოა არაერთგვაროვანი იყოს. ასევე გვექნება არაპროგნოზირებადი მომენტები და სიურპრიზები. არ არის ხელსაყრელი გადაადგილებისთვის და მოგზაურობისთვის. შესაძლოა მოიმატოს ავტო კატასტროფებმა, რაც ელექტრობის გაუმართაობის ბრალი იქნება. ეს ეხება გაჯეტებსაც. არ გავრისკოთ ფულთან დაკავშირებული საქმეები და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა. ამანათების და შეტყობინებების გაგზავნისგან თავი შეიკავეთ და სასურველია დღის პირველ ნახევარში საყიდლებზე არ წახვიდეთ.

დღის ბოლო უფრო უკეთესია, რადგან საღამოს ცხრა საათისთვის მთვარისა და იუპიტერის ასპექტი იქმნება. რაც ჰარმონიას ნიშნავს. ამ ასპექტმა შესაძლოა დღის განმავლობაში მომხდარი ცუდი მოვლენები დააბალანსოს.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ შეიძლება ოპერაციების ჩატარება, ფეხებზე მკურნალობა, ნერვული სისტემის მკურნალობა.

ფიზიკური ვარჯიშები საკმაოდ კარგ გავლენას ახდენს და კარგად ამუშავებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას კარგად. გულზე ქირურგიული ჩარევები ხელსაყრელია.

ქვებს რაც შეეხება გამოგადგებათ - ჰერცინტი, ლაზურიტი, ქრიზოფრაზი და თუ რთულად არის საქმე ოქსიდიანი“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“ - რომი შნაიდერის და ალენ დელონის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

⭕ალენ დელონი გარდაიცვალა

⭕18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი