Digest Logo

„არ გთხოვთ, მოითხოვს და მითითებების შესრულებაზე დროს გიწესებთ...“ - როგორ ახასიათებს ასტროლოგი ქალწულის ნიშანს

1789156506
ქალწული ქალწული

ქალწულის დროა:

♍️ 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები აღნიშნავენ დაბადების დღეს და სანამ მზე ამ ნიშანშია, ვნახოთ როგორები არიან ისინი. გონიერი, სამართლიანი, სისუფთავის მოყვარული, დეტალებზე დაკვირვებული ქალწული მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და მუდამ მზადაა ახლის შესასწავლად. გამოირჩევა ინტელექტუალური იუმორით, მოქმედებს გონებით და ძალიან იშვიათად გრძნობებს აყოლილი. 

♍️ ესთეტი ქალწული დიდ დროს უთმობს პირადი გარემოს სრულყოფას და ვაი მას, ვინც გადააადგილებს ნივთს, რომელსაც ქალწული მილიმეტრებით ასწორებდა.

♍️ ქალწული ყველაფერს აკეთებს ხარისხიანად და ლამაზად. ამასთან, სხვების მიმართაც მომთხოვნია და მიფუჩეჩებას არ გაპატიებთ. ამიტომ ურჩევნია, რომ თავად გააკეთოს და სხვას არ ენდოს. კეთებაზე გამახსენდა, თუ სამსახურში ქალწული თანამშრომელი გყავთ, დარდი აღარ გქონდეთ, შეგიძლიათ ყველაზე რთული პროექტი მას ჩააბაროთ. ქალწული ყველას შესრულებულ საქმეს გამოასწორებს და თავისასაც იდეალურად შესრულებულს დაგიტოვებთ. თანაც, არ ახასიათებს ტრაბახი და საკუთარი თავის ქება. ქალწული ერთადერთია, ვინც არ აგვიანებს სამსახურში და ეზიზღება ყველა არაპუნქტუალური ადამიანი. გრაფიკი და „დედლაინი“ კი მისთვის უმთავრესია.

♍️ ერთი შეხედვით, ქალწულს ისე უჭირავს თავი, თითქოს ვერც გამჩნევთ და არც აინტერესებს თქვენი ვინაობა, მაგრამ, როგორც კი მის პერიმეტრში გამოჩნდით, მან წარბი ასწია, და შეაგროვა ყველა ინფორმაცია თქვენზე და ახლა თქვენზე უკეთ იცის რას წარმოადგენთ. ქალწულს საუკეთესო დეტექტივზე უკეთესად შეუძლია გაიგოს ყველა საიდუმლო და გამოიძიოს ყველა დეტალი. თანაც პირველ რიგში ცუდს აქცევს ყურადღებას, რათა იცოდეს, სად ელოდება საფრთხე, რომ შეძლოს თავდაცვა.

♍️ ქალწულს აქვს საუკეთესო მეხსიერება და ისიც კი ახსოვს, რაც თქვენ უკვე დაგავიწყდათ.

♍️ ქალწული მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობით არ გამოირჩევა, იდეალურად ასრულებს ხელსაქმეს და რასაც ხელს მოჰკიდებს, ქარგვა იქნება, თუ ლაზერით ჭრა, ან არ ვიცი, კიდევ რას მოიგონებს, იდეალურად ასრულებს, უნაკლოდ, იმიტომ, რომ პერფექციონისტია. ამასთან, თუ დაგჭირდათ, მასზე უკეთეს დამხმარეს და მომვლელს ვერ იპოვით, იცის რომელი ნემსი და წამალი რისთვისაა, შეგიდგენთ იდეალურ დღის განრიგს (კვება, სეირნობა, ძილი) და ისე გამოგაჯანმრთელებთ, გამოცდილ ექიმსაც კი შეშურდება.

♍️ქალწულმა არ იცის დასვენება. ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს დასვენების დღეს და ამიტომ დასვენების დღეა, როცა რეცხავს, ხეხავს, სადილს აკეთებს, სწავლობს, ვინმეს უვლის და კიდევ რამეს აკეთებს. ქალწული რაციონალურია, იცის ბიუჯეტის განაწილება, არ იცის უაზროდ ფულის ფლანგვა. იყიდის ერთს და საუკეთესოს. აცვია ყოველთვის მოხდენილად, ხარისხიანად და არასდროს ვულგარულად. შეიძლება ეკეთოს პატარა სამკაული, მაგრამ პლატინის და ბრილიანტის თვლიანი.

♍️ ქალწულს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, ადამიანი, რომელსაც მეგობარს უწოდებს, ყველანაირად გამოცდილი ჰყავს. შეიძლება თქვენს ხუმრობაზე გაეღიმოს (ემოციების ემოციურად გამოხატვა არ ახასიათებს), უფრო ინტელექტუალური იუმორი ახასიათებს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მოსწონხართ, უბრალოდ, ცდილობს გაარკვიოს, რამდენად შეიძლება თქვენი ნდობა და გამოყენება მომავალში.

♍️ საუბრობს კონკრეტულად და ფაქტებზე დაყრდნობით. არ გთხოვთ, მოითხოვს და მითითებების შესრულებაზე დროს გიწესებთ. თუ გაკეთებული არ მოეწონა, და დარწმუნებული ვარ, არ მოეწონება, კრიტიკაზე არ დაგზარდებათ. რადგან უკვე გითხარით, რომ პერფექციონისტია.

♍️ გრძნობების გამოხატვა არ უყვარს, შეიძლება გონებით გადაწყვიტოს, რომ ეს ადამიანი ცხოვრებაში გამოადგება და მას დაუკავშიროს ბედი. თუ გვერდით ქალწული გყავთ, მოსალოცად გაქვთ საქმე, ეს არის ადამიანი, ვინც თქვენზე უკეთ იცის თქვენი შესაძლებლობები, ვინც დაგეხმარებათ სწავლაში, კარიერულ წინსვლაში, ცხოვრებაში რამის მიღწევაში, ვინც შეგიდგენთ იდეალურ გარდერობს, გაცხოვრებთ სისუფთავეში და კომფორტში. არ მოგცემთ შეცდომის დაშვების უფლებას და არ მიგატოვებთ, მაშინ, როცა ყველამ ზურგი გაქციათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ამოვიცნოთ კითხვის უნარის სირთულეები ბავშვებში? - ინტერვიუ სპეციალისტთან

რა კვლევები უნდა ჩაიტაროს 30-40 წლის ადამიანმა სამედიცინო მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად?

კარტოფილის კანი: სამკურნალო ბარიერი თუ ფარული საფრთხე?