Digest Logo

„არ იჩქაროთ ფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილების მიღება...“ - 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1762115360
ზოდიაქო, ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 3 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:

„ჰოროსკოპი 3 ნოემბრისთვის

მთვარე — მზარდი, ვერძის ნიშანში

13 / 14 მთვარის დღე

ვერძი

დღე წარმატებულია მოლაპარაკებებისთვისა და თანამშრომლებთან კონტაქტისთვის. შესაძლოა წინ წაიწიოთ სამსახურში ან მოიპოვოთ გავლენიანი მხარდაჭერა. ენერგია მაღალია — გამოიყენეთ ახალი ნაცნობობებისთვის.

კურო

დღე აქტიური და პროდუქტიულია, მაგრამ სიჩქარე შეცდომებს გამოიწვევს. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი. არ არის სასურველი შოპინგი ან დიდი შენაძენები.

ტყუპები

შეეცადეთ, არ დანებდეთ ზარმაცობას. კონცენტრაცია აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. იფიქრეთ ფინანსურ სარგებელზე და მოაგვარეთ დაგროვილი საყოფაცხოვრებო საკითხები.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა — მარტივი საუბარიც კი შეიძლება კამათად გადაიქცეს. მოერიდეთ ნეგატიურ გარემოს და იყავით პოზიტიურ ადამიანებთან. მარტოხელებს შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდეთ.

ლომი
საუკეთესო დღე აქტიურობისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ მომავალ პროექტებში. ნუ შეგეშინდებათ რისკისა და შემოქმედებითი მიდგომის.

ქალწული

თქვენი შარმი და სითბო ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. კარგი დროა პროფესიული წინსვლისთვის და უფროსებთან საუბრისთვის. იმოქმედეთ თამამად — წარმატება თქვენს მხარესაა.

სასწორი

დღე ნაყოფიერი იქნება, თუ გექნებათ მკაფიო გეგმა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — დღის ბოლოს დაღლილობას იგრძნობთ. გააზიარეთ თქვენი იდეები — სწორ ადამიანებს ისინი მოეწონებათ.

მორიელი

დატვირთული დღეა, ბევრი საქმე მოითხოვს დასრულებას. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საკითხებს. ემოციები დაგაბნევთ — შეინარჩუნეთ ცივი გონება და გამჭვირვალე ხედვა.

მშვილდოსანი

ნეიტრალიტეტი — თქვენი დღევანდელი გამარჯვებაა. მოერიდეთ კამათსა და ზედმეტ აქტიურობას. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ახლობლებს — მათი რჩევა დაგეხმარებათ.

თხის რქა

ენერგიული დღეა — შეგიძლიათ ყველაფერი მოასწროთ. არ დაივიწყოთ მცირე შესვენებები და ფიზიკური აქტივობა. გააზიარეთ გეგმები — თანამოაზრეების მხარდაჭერა გამოგადგებათ.

მერწყული

დღე შესაფერისია იმ საქმეებისთვის, რასაც გადადებდით. რთულ ამოცანებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით, თუ გეგმას დაიცავთ. საღამოს სეირნობა ან ვარჯიში განტვირთვას მოგცემთ.

თევზები

სამუშაო დღის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ განტვირთვაში. არ იჩქაროთ ფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილების მიღება. ჯგუფური საქმიანობა დღეს უფრო შედეგიანია, ვიდრე ინდივიდუალური“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საუკეთესო...“ - ელენე ბასლანძე მამასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „მე და ჩემი მეუღლე 22 წელია გადასარევად ვართ, ვუგებთ ერთმანეთს...“ - რას ამბობს დიმა ობოლაძე პირად ცხოვრებაზე

🎥 „თამაში დამთავრდა, დავიხურე ქუდი და წამოვედი... გზაში მწერს - პენლები მიდის ლიწინ-ლიწინითო“ - რას იხსენებს დიმა ობოლაძე