Digest Logo

„არ მოითხოვოთ სიტუაციის შეცვლა...“ - ხატია ბედოშვილი რთულ ენერგეტიკულ პერიოდზე გვაფრთხილებს

1792760741
ხატია ბედოშვილი

მომავალი კვირა ადამიანებისთვის ურთულესი სულიერი და ფსიქოლოგიური გამოცდების პერიოდი იქნება. როგორც ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად თითოეული ჩვენგანი ზუსტად იმ მასშტაბის პრობლემებს ეჯახება, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, თუმცა ეს ყველაფერი სამყაროს მხრიდან ძველი, დალექილი შიშებისა და წყენების მოსაცილებლად და ჩვენივე შინაგანი ტრანსფორმაციისთვის არის მოვლენილი:

„მომავალი კვირის მანძილზე, ჩვენ ვიმყოფებით ურთულეს ენერგეტიკულ პერიოდში, სადაც გააქტიურებულია სულიერი, ფსიქოლოგიური პრობლემები.

ყველაფერი, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება, დიდი ხნის ჩალექილი, დაუმუშავებელი შიშები, წყენები და ბრაზია.

სწორედ იმ მასშტაბის პრობლემების წინაშე ვდგავართ, როგორც გეშინოდა. ამით სამყარო გვაჩვენებს, რომ არც ისეთი საშიში არ ყოფილა ის, რაც კატასტროფად წარმოგვედგინა.

ნუ მოითხოვთ განგებისგან სიტუაციის შეცვლას, რადგან ამ ყველაფრის მიზანი, თქვენი შეცვლაა.

შეცვალეთ მიდგომა, შეცვალეთ საკუთარი თავი, ნუ მიიღებთ მოცემულობას, როგორც სამყაროს აღსასრულს.

მიიღეთ როგორც გამოწვევა, მომზადება ახალ „მე“-სთან შესახვედრად, რომელიც ავტომატურად შეცვლის არსებულ მდგომარეობას“, - წერს ხატია ბედოშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცხვირს კიდევ ერთხელ გაგიტეხავ...“ - მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია

⭕ რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2027 წლის დადგომამდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში

✕