ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად ქეთი ოდიშელმა ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დიდ ხუთშაბათზე საუბრობს:
„დიდი ხუთშაბათი
აზრი დიდი (წმინდა) ხუთშაბათისა მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ღალატისა, სიძულვილისა, მიუხედავად დევნის, დამცირების და შეურაცხყოფისა იესომ შეინარჩუნა წმინდა სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ. ამიტომ ეს დღე მართლმადიდებლურ სამყაროში (კათოლიკურშიც) სიწმინდის, სისუფთავის, მიტევების სიმბოლოდ იქცა.
⭕დაასუფთავეთ თქვენი სივრცე, თქვენი გონება ყოველივე არასასურველისგან.
⭕ მზის ამოსვლამდე აუცილებლად მიიღეთ შხაპი, ამგვარად გათავისუფლდებით ნებისმიერი ნეგატიური პროგრამისგან და ვერავითარი ძალა ვერ მოგერევათ (თვალი, ჯადო, გადალოცვა და სხვა.) თან წარმოთქვით: „გამშორდი რაც სულს მიწამლავ, მე ამ წმინდა ხუთშაბათის ძალა განმბანს, სამუდამოდ მაჯანსაღებს და განმკურნავს“.
⭕ეცადეთ წყლის წვეთები პირსახოცის გარეშე შეიშროთ.
⭕გამოაცხვეთ პასკები და ერთი ცალი კონკრეტულად ამ დღეისთვის, მოათავსეთ მასში რამდენიმე წერილი, მიირთვით მხოლოდ ოჯახის წევრებმა. ვისაც რა შეხვდება ისე წარიმართება საქმეები.
⭕ხალხური ტრადიციით ამ დღეს დალაგება-დასუფთავებას უთმობდნენ დროს, ძველმანებს ყრიდნენ, ხოლო ლიტურგიის შემდეგ კვერცხს ღებავდნენ და პასკას აცხობდნენ...
⭕ეფექტურია სხვადასხვა რიტუალები:ფულის მოსაზიდად, ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის, ასევე წმენდა ნეგატივისგან მარილით.
⭕ძველად ამ დღეს მოჰქონდათ ტაძრიდან ანთებული სანთელი და აახლებდნენ ლაპმარს, აგრეთვე ღუმელს და ბუხარს ამ ცეცხლით ანთებდნენ და აცხობდნენ პურს, პასკას. ეს პური ადამიანს აჯანმრთელებდა და არასასურველი გარემოებებისგან იცავდა.
⭕ კარგია თმის შეჭრა.
⭕ არ არის სასურველი მკითხაობა და მსგავსი პრაქტიკები.
⭕ არ შეიძლება არც სესხება, არც გასესხება. არაფერი გაიტანოთ სახლიდან.
⭕ სასიკეთოა სამჯერ ფულის გადათვლა და ავეჯის გადაადგილება. ზოგადად სხვადასხვა ნივთებისთვის ადგილის შეცვლა ფულსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
⭕ არ არის სასურველი ამ დღეს ქორწინება.
⭕ ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს.
განსაკუთრებით კარგია თუ ამ დღეს დაკარგულს იპოვნით.
p.s. მნიშვნელობა აქვს დილით პირველს ვის დაინახავთ და რა მდგომარეობაში. მინიშნებების ახსნაში დაგეხმარებით, მოგვმართეთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ხუთშაბათი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?“ - ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძის პოსტი