Digest Logo

„დიდი ხუთშაბათი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?“ - ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძის პოსტი

1775727172
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დიდ ხუთშაბათზე საუბრობს:

„დიდი ხუთშაბათი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? გთავაზობთ ჩემს სტატიას დაბლა პოსტში:

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არაფერი იცოდნენ, თუ სად უნდა შექცეოდნენ პასექს.

მაცხოვარმა პეტრე და იოანე გააგზავნა იერუსალიმის კარიბჭესთან, სადაც კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ.
სახლში, სადაც იგი შევიდოდა პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

დიდი ხუთშაბათი ქრისტეს ბოლო სერობაა მის მოწაფეებთან ერთად. სერობამდე ძველად იუდეველებში წესისამებრ უნდა განებანათ სხეული.

როდესაც, ქრისტე მიუახლოვდა პეტრე მოციქულს, პეტრემ იუარა მისგან ფეხთბანვა, ხოლო ქრისტემ მიუგო: ,,თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“.

ქრისტემ ამით კიდევ ერთხელ ანახა მოციქულებს რომ მთელი სიდიადე თავმდაბლობაშია და არა ამ ცხოვრებისეულ ამპარტავნულ დიდებაში.

სუფრაზე დამსხდრებს იესომ ამცნოთ, რომ ერთ-ერთი მათგანი მას გასცემდა.  გაოგნებულნი უყურებდნენ და ეკითხებოდნენ, თუ ვინ იქნებოდა გამცემი?

ქრისტემ იუდა ამხილა. მხილების შემდეგ იუდამ საიდუმლო სერობა დატოვა. დიდ ხუთშაბათს დაწესდა ზიარების საიდუმლო! ბრწყინვალე ევქარისტია.

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს მიაწოდა და უთხრათ:

,,ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. (ლუკა 22,19)
შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: ,,ესე არს სისხლი ჩემი ახლის აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მათე 26,27-28) - ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის საიდუმლო - ზიარება!

ეს თავად მაცხოვარმა თქვა, რასაც მისი სიტყვები ადასტურებს და მისი სიტყვის შემსრულებლები არიან ყველა ის წმინდანები და ღირსეული ერისკაცები ვინც მის გამო თავი გადადო და ასეთი ასიათასობით ახსოვს ქრისტიანულ სამყაროს.

ვინც გეტყვით ზიარების საიდუმლოში ნუ მიიღებთ მონაწილეობასო, თავად უფალთან აგებს პასუხს ყველა სული, როცა ამის დრო მოაწევს.

ჭეშმარიტი გულმხურვალე ზიარება კი ყველა ადამიანის სულის მაკურნებელი წყაროა, რომლის გარეშეც ცხონება პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორც მაცხოვარმა მიგვანიშნა.
უფალ იესო ქრისტეს თითოეული მსჯელობა, ქმედება და შეგონება ემყარება ერთმანეთისადმი კეთილად ადამიანურ მოტივებს და სიყვარულის გამომზეურებას თავმდაბლობით და მიტევებით.

მეორე დღეს - პარასკევს, რაც მოხდა ამაზე ხვალინდელ სტატიაში გიამბობთ.
და აქედანვე გირჩევთ რომ წითელ კვერცხებზე არ გამოსახოთ უფლისა და წმინდანების სხვადასხვა საეკლესიო ნახატები, მერე ეგ ნაფცქვენები წავა ნაგავში და არ იქნება თქვენთვის კარგი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემო სამუდამო სიყვარულო, მიყვარხარ“ - როგორ მიულოცა კონსტანტინე სულამანიძეს ცოლმა დაბადების დღე

„ეს არის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“ - რა ითვლება ბავშვში ყაზბობად?

„არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ...“ - რას წერს გოგა ჩანადირი