ქეთი ოდიშელი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში 15 აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.
მისი თქმით, ამ დღის მმართველი ციური სხეული მთვარეა. ასტროლოგი გვირჩევს, რომ დღე გავატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუმცა ხელსაყრელი არ არის თმის შეჭრა და სამედიცინო კუთხით კუჭ-ნაწლავის არეში ოპერაციის გაკეთება.
ვერძი
ჯობია საოჯახო საქმეებს მიაქციოთ ყურადღება. თუ დიდი ხანია ფიქრობდით სახლის შეძენაზე, ეს დღე ამაში დაგეხმარებათ და გირჩევთ შანსი გამოიყენოთ.
კურო
დღე არის მოგებიანი ურთიერთობებისთვის. შესაძლოა ხარვეზები გქონდეთ დოკუმენტაციებში, ამ კუთხით მიაქციეთ ყურადღება.
ტყუპები
ეს დღე მშვენიერის ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ეს კვირა შესაძლოა მფლანგველობისკენ გქონდეთ მიდრეკილება. გააკონტროლეთ ხარჯები და გირჩევთ დიდი შენაძენები გააკეთოთ.
კირჩხიბი
დღე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან შეგიძლიათ იმიჯსა და პარტნიორებს დიდი ყურადღება მიაქციოთ. თქვენი შარმი მატულობს.
ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე მაქსიმალურად მშვიდი და წყნარი უნდა იყოს, რადგან შესაძლოა გაგაღიზიანოთ მიღებულმა ინფორმაციამ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას და შეიკავეთ თავი.
ქალწული
თქვენთვის ეს დღე საკმაოდ კარგია. შეგიძლიათ ამ დღის განმავლობაში დაისვენოთ, რადგან ქალწული მშრომელი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე მიიღებთ საკმაოდ კარგ ინფორმაციებს მეგობრებისგან.
სასწორი
თქვენთვის ეს პერიოდი საკმაოდ ეფექტურია საქმიანობისთვის და თამამი ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა ეს თამამი ნაბიჯები უნდა იყოს ძველის გამეორება. ანუ საქმე, რომელიც ადრე დაიწყეთ და არ გამოგივიდათ.
მეტის გასაგებად ნახეთ, ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი