Digest Logo

ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი

1713074763
დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებული 300 სხვადასხვა სახის დრონებისა და რაკეტების 99% საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა“, - აღნიშნა ჰაგარიმ.

მისი თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არც ერთი არ შესულა ისრაელის საჰაერო სივრცეში. ისინი ჩამოაგდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ისრაელისა და მისი მოკავშირეების მიერ.

ამასთან ერთად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცემდე ვერ მიაღწია, 25-ის ჩამოგდება ისრაელმა მოახერხა.

ჰაგარის თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 120 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს (ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის ფარგლებს მიღმა).

როგორც ჰაგარმა განაცხადა, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, სხვადასხვა სახეობის დრონი გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას, მაგრამ ავიაბაზა ჩვეულებრივად მუშაობს.

„ირანი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ბაზის პარალიზებას და ამით ჩვენი საჰაერო შესაძლებლობების დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლო. საჰაერო ძალების თვითმფრინავები აგრძელებენ აფრენას და დაშვებას ბაზიდან, თავდასხმისა და თავდაცვის მისიებისთვის“, - განაცხადა ჰაგარიმ. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“ - პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პოსტი დატოვა

⭕🎥 „ისევ შენ“ - დათუნა მგელაძის ჰიტზე ამღერებული ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

⭕„ნატო მეტონიძე, დუტა და მე...“- ნანიკო ხაზარაძე ფოტოარქივიდან უცნობ კადრებს აქვეყნებს