
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას 20 თებერვლის ასტროლოგიურ ტენდენციებსა და რჩევებს უზიარებს, თუ რისი გაკეთება სჯობს ან თავის შეკავება ამ დღეს.
„20 თებერვლის ამბები ხომ გაინტერესებთ? მაშინ აქეთ მოგროვდით ჩემო ჭკვიანებო, ნიჭიერებო და ასტროლოგიურებო.
რამდენიმე დღეა სავსე მთვარის ფაზას გავდივართ, 20 თებერვალი მთვარის 22-ე დღეა, რომლის სიმბოლოა გასაღები: სიბრძნის, საიდუმლო ცოდნის, მსოფლიო სამართლისა და ხელშეუხებლობის დღე. ამ დღის განმავლობაში მიზნები მიიღწევა. ასევე კარგია ხელოსნობის, სხვადასხვა მეცნიერების შესასწავლად და თქვენი ფესვების გასაცნობად.
ამ დღეს სასარგებლოა მედიტაცია, შეგიძლიათ გაიგოთ მომავლის შესახებ, გამოიჩინოთ კეთილშობილება, ასწავლოთ სხვებს და გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება. ამ მთვარის დღეს რეკომენდებულია ბევრი ჭამა. ეს დღე გამოწვევებთან და კარმული გაკვეთილების ათვისებასთან არის დაკავშირებული.
მთვარე გადადის მშვილდოსანში 16:54-ზე. მას წინ უძღვის კუროს მთვარის პერიოდი (14:06–16:02)- ამ დროს მთვარე არ აკეთებს მნიშვნელოვან ასპექტებს სხვა პლანეტებთან. რეკომენდებულია გამოიყენოთ ეს პერიოდი დასვენებისთვის, მედიტაციისთვის ან რუტინული საქმიანობისთვის. სასარგებლო იქნება ძველი პროექტების გადახედვა, ოფისის რეორგანიზაცია ან გუნდთან არაფორმალური კომუნიკაცია.
არა რეკომენდებულია ახალი კონტრაქტების გაფორმება, ინვესტიციების განხორციელება ან რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება.
მთვარის ასპექტები ☽ მთვარე △ ♆ ნეპტუნი;☽ მთვარე ☐ ☉ მზე ; ☽ მთვარე ⚹ ♇ პლუტონი; ☿ მერკური ∆ მარსი.
ბიზნესს რეკომენდაციები:
ამ დღეს ასტროლოგიური ასპექტები ხელს უწყობს როგორც სტრატეგიულ დაგეგმვას, ასევე ენერგიულ მოქმედებებს, მაგრამ მნიშვნელოვანია დროისა და რესურსების სწორად განაწილება.
კრეატიულობა და ინტუიცია გაძლიერდება. იდეალური დროა მარკეტინგული კამპანიების, ახალი პროდუქტების ან ხელოვნებით შთაგონებული პროექტების განსახილველად.
ფრთხილად: არსებობს არასწორი მოლოდინების, ილუზიების საშიშროება. არ დაეყრდნოთ მხოლოდ „შეგრძნებებს" – დოკუმენტებსა და ფაქტებს მიაქციეთ ყურადღება. შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტი პირადი ემოციებსა და პროფესიულ მიზნებს შორის. აირიდეთ ემოციური გადაწყვეტილებები. გამოიყენეთ ლოგიკა და ობიექტური ანალიზი.
დრო (16:53-ის შემდეგ) იდეალურია:მოლაპარაკებებისთვის, კონტრაქტების გასაფორმებლად ან გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად ან პროექტების დინამიკურად დასაწყებად.
მთვარის მშვილდოსანში გადასვლა (16:54-ის შემდეგ): განიხილეთ ბაზრის გაფართოება, საერთაშორისო თანამშრომლობა ან სოციალურ მედიაში აქტიურობა.
იდეალურია გრძელვადიანი მიზნების დასახვა და სტარტაპებისთვის.
რისკები: მშვილდოსნის ოპტიმიზმი შეიძლება გამოიწვიოს რეალისტურობის ნაკლებობას. შეამოწმეთ ყველა დეტალი სანამ რაიმეს დაიწყებთ.
საოჯახო საქმეები:
ემოციური ბალანსი ნაკლებია, დაძაბულობა პარტნიორთან ან ნათესავებთან. ეცადეთ აირიდოთ კონფლიქტები. ეცადეთ ეს დღე შემოქმედებითი იდეების განხორციელებას (თუნდაც რემონტისათვის ფერების შერჩევას), ან ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმოთ.
სასიყვარულო საქმეები:
გაუზიარეთ პარტნიორს თქვენი გრძნობები, მაგრამ არ გადააჭარბოთ დრამატულობაში. საღამოს კარგია რომანტიკული პიკნიკისთვის, მოგზაურობის გეგმებისთვის ან გულწრფელი საუბრებისთვის. ამავდროულად არსებობს რისკები ემოციური მანიპულაციების და კონფლიქტების. გამოიყენეთ ენერგია არა დასაპირისპირებლად, არამედ ერთმანეთის გასაგებად.
საყიდლები:
კარგია ხელოვნების ნიმუშების,მუსიკალური ინსტრუმენტის, დეკორატიული ნივთების, პარფიუმერის , ალკოჰოლური სასმელების შესაძენად, შეგიძლიათ შეიძინოთ ვიტამინები, სხვადასხვა დეტოქს-ჩაი, ნერგეტიკული გასუფთავების საშუალებები (მაგ., სალოცავი ბალახები, ჰიმალაიური მარილის ნათურები).მხოლოდ არა უკურსო მთვარის პერიოდში.
16:54-ის შემდეგ შეიძინეთ ბილეთები, რუკები, ენის სწავლის კურსები. ტურისტული აღჭურვილობა.
არარეკომენდებულია სწრაფი გადაწყვეტილებები და ემოციური შესყიდვები: შესაძლოა მოგვიანებით აღარ მოგეწონოთ.
ჯანმრთელობა:
სასუნთქ ორგანოებზე პროცედურები და ოპერაციები კარგად ჩაივლის. რეკომენდებულია ხელების და მხრების მასაჟი. აკრძალულია ნებისმიერი პროცედურის ან ოპერაციის ჩატარება სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, თეძოებზე ან ღვიძლზე. დღეს ეს ორგანოები განსაკუთრებით დაუცველია“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უსაყვარლესი წყვილი“ - ლიკა ევგენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს გვიზიარებს
⭕მარიამ როინიშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს
⭕ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა