Digest Logo

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

1739977144
ეკა რატიანი

ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის ეკა რატიანი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

შემთხვევა ბათუმში, ბონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა.

„მანქანა დაეჯახა ბათუმში ბონში ზებრაზე გადადიოდა  მძღოლებო, იარეთ ნელა - სიჩქარე ტყვიაზე უარესია ნუ მოკლავთ სიცოცხლეს!

ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს! სიფრთხილე ყველაზე დიდი გამოსავალია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
იარეთ ნელა! მერამდენე სიცოცხლე უნდა შეეწიროს მძღოლების დაუდევრობას...

გარდაცვლილია 35 წლის ეკა რატიანი. 

გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 35 წლის ეკა რატიანი  სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა... როგორი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს, ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. დღეს მგლოვიარეა ბათუმი  შავებით შეიმოსა....

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...“, - წერს შოთო სიხარულიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „აი და რარიგ გიხდება“ - თიკა ფაცაციას არაჩვეულებრივი შესრულება

თათა გიორგობიანი შავ კაბაში პოზირებს - „ეშხი, სილამაზე, ღიმილი“

🎥 „შევედი ტუალეტში და დავიფსი ფეხზე, ატყდა დედა, ჯაჯანიძეს სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი აცვიაო“ - ცნობილი ტელეწამყვანის სტილის ევოლუცია