Digest Logo

🎥 „ასეთი პერიოდი იყო 2015 წელს, როდესაც ვთქვი, რაღაც კატასტროფას ველოდები -მეთქი და მოხდა ვერეს ამბები“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1728195694
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველკვირეულ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 7-13 ოქტომბრის კვირაზე ისაუბრა.

„7-13 ოქტომბრის კვირა საინტერესო და მოვლენებით დახუნძლულია. იუპიტერი და პლუტონი ემზადებიან ახალ ფაზაში გადასასვლელად. ეს მოვლენა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს ჩვენს ცხოვრებაში. 

იუპიტერი განკარგავს შორეულ მოგზაურობებს, განათლებას, იურიდიულ საკითხებს - სწორედ ეს თემები შეიძლება შეფერხდეს და არ განვითარდეს. 

რაც შეეხება პლუტონს, კრედიტები, ვალები, საგადასახადო, საბაჟო სფეროებთანაა კავშირში, ამიტომ არ აიღოთ ვალები. 

გლობალურ დონეზე მოსალოდნელია საკმაოდ მწვავე თემების წინ წამოწევა. გამწვავდება საომარი მოქმედებები, მოლაპარაკებები. რთული პერიოდი გვაქვს, ასეთი პერიოდი იყო 2015 წელს, როდესაც ვთქვი, რაღაც კატასტროფას ველოდები -მეთქი და მოხდა ვერეს ამბები. ახლა საბედნიეროდ ასეთი კატასტროფა არ გველოდება, მაგრამ ბუნებრივი კატაკლიზმები მაინც წინ წამოიწევს“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

⭕🎥 „დადუმებული და დამუნჯებული ვარ, სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი