Digest Logo

„აუცილებლად აიღეთ ასკეზა 1 თებერვალს! აიღეთ ფურცელი და კალამი, დაწერეთ მასზე თქვენი სახელი და გვარი, შემდეგ...“ - რას გვასწავლის ეზოტერიკოსი

1769060139
2026 წელი2026 წელი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პირველი თებერვლის მაგიურ ენერგიებზე წერს და გამომწერებს მოუწოდებს, აღნიშნულ დღეს ასკეზა ჩაატარონ. 

მისი თქმით, სლავებში ამ დღესასწაულს „გრომნიცა“ ეწოდება ცეცხლის, სულისა და სხეულის განკურნების დღე. იმბოლკი ასოცირდება გაზაფხულის დასაწყისთან და ზამთრის ძილის შემდეგ ბუნების გამოღვიძებას განასახიერებს:

„აუცილებლად აიღეთ ასკეზა 1-ელ თებერვალს!

ეს არის მაგიური იმბოლკის დღე, უკეთეს დღეს ასკეზისთვის ვერ იპოვით. იმბოლკი სლავებისთვის წარმოადგენს ზამთრის მზებუდობასა და გაზაფხულის ბუნიობას შორის შუალედურ პერიოდს.

სლავებში ამ დღესასწაულს „გრომნიცა“ ეწოდება ცეცხლის, სულისა და სხეულის განკურნების დღე. იმბოლკი ასოცირდება გაზაფხულის დასაწყისთან და ზამთრის ძილის შემდეგ ბუნების გამოღვიძებას განასახიერებს.

ასკეზა არის უძლიერესი პრაქტიკა სურვილების ასრულებისთვის, თუნდაც ეს იყოს დიდი და ნანატრი სურვილი. აზრი ასეთია: თქვენ სულიერად იხდით საკუთარ სურვილში გარკვეულ საფასურს. ვალუტა შეიძლება გახდეს ყველაფერი, რასაც მოისურვებთ: მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ყავაზე უარის თქმა, ან ყოველდღიურად ნებისმიერი დილის ვარჯიშის შესრულება.

1 თებერვალს აიღეთ ფურცელი და კალამი, დაწერეთ მასზე თქვენი სახელი და გვარი, შემდეგ მიუთითეთ:
რომ ასკეზას იღებთ (რას აკეთებთ)

დროის მონაკვეთი, მაგალითად, ერთი თვე (მინიმუმი), წერთ:

- მე ვუძღვნი ამ ასკეზას ჩემს სურვილს. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი ნანატრი სურვილი და დროც ჩართულია...

მე /გისურვებთ ყველაზე ნანატრი სურვილის ასრულებას, ეკოლოგიურად სუფთა და სულიერად წმინდა გზით“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მერკურისა და პლუტონის ზუსტი შეერთება, რაც აძლიერებს სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავლენას“ - რა ხდება 22 იანვარს ცის კაბადონზე

„გირჩევთ არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით, ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 22 იანვრის ასტროტენდენციები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 იანვარს საქართველოში