ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, 22 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე წერს.
მისი თქმით, დღეს მერკურისა და პლუტონის ზუსტი შეერთება გვაქვს, რაც სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავლენას გააძლიერებს.
მთვარის კალენდრის მიხედვით, 10:12 საათიდან იწყება მეხუთე მთვარის დღე. ეს პერიოდი უკავშირდება მიზანდასახულობას, ნებისყოფას და შინაგან ძალას:
„ხუთშაბათი, 22 იანვარი, განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი დღეა. იგრძნობა ზრდის, გაფართოების, იღბლის, გამარჯვების ენერგია, რადგან სწორედ დღეს აქტიურდება დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი.
მთვარე თევზების ნიშანშია და იუპიტერთან ქმნის ერთ-ერთ ყველაზე მხარდამჭერ და ჰარმონიულ ასპექტს ტრინს. ეს ურთიერთქმედება აძლიერებს ინტუიციას, შინაგან ხედვას: თუ სად არის ჩვენი განვითარება, სად - ნამდვილი პერსპექტივა.
ამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ იშლება ოჯახის, გვარის, მხარდაჭერის თემა. შეიძლება დახმარება მივიღოთ სრულიად მოულოდნელი მხრიდან, ან უბრალოდ გაჩნდეს შეგრძნება, რომ მარტო არ ვართ და გვაქვს საფუძველი, რომელზედაც შეგვიძლია დაყრდნობა.
ეს ენერგია იდეალურია მომავლის დაგეგმვისთვის, გულწრფელი და სიღრმისეული საუბრებისთვის, სწავლისა და სულიერი პრაქტიკებისთვის. იუპიტერის მხარდაჭერით დღემ შეიძლება მოულოდნელად მოგვიტანოს შანსი - შეიძლება მცირე ერთი შეხედვით, მაგრამ მნიშვნელობით გამორჩეული.
ამასთან ერთად ჰარმონიულია მარსისა და ნეპტუნის კავშირიც. ეს ქმნის შესანიშნავ ფონს ახალი პროექტების დასაწყებად, განსაკუთრებით თუ ისინი ეხება შემოქმედებას, ქველმოქმედებას, სწავლებას, სულიერ ან სოციალურ სფეროს.
მნიშვნელოვანია სიფრთხილე: ახალი წამოწყებები უნდა იყოს კარგად გააზრებული და არა სპონტანური, არა ექსპერიმენტული.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ხდება - მერკურისა და პლუტონის ზუსტი შეერთება, რაც აძლიერებს სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავლენას. ყველაფერი, რასაც დღეს გავიაზრებთ, ვიტყვით და ვიფიქრებთ, განსაკუთრებული სიღრმის, შინაარსის და ძალის მატარებელი იქნება.
ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე: პლუტონი არ პატიობს სიტყვიერ მანიპულაციებს, ზეწოლას და ინფორმაციის არასწორად გამოყენებას, ტყუილს... მაგრამ გულწრფელობას, სიმართლის თქმას, გულწრფელ აღიარებებს პლუტონისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
პლუტონი- მერკურის შეერთების გავლენით შეიძლება გაცნობიერების თემასთან დაკავშირებულ ბევრ კითხვებზე გაჩნდეს პასუხები. შინაგანი დიალოგები, რის შემდეგაც ძველ აზროვნებაში დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ეს დღე სიმართლის დღის მსგავსია - ზოგჯერ ხისტი, მაგრამ აუცილებელი.
ამასთან, უკვე აშკარად იგრძნობა მზისა და პლუტონის მოახლოებული შეერთება (ზუსტად - 23 იანვარს). ეს შეიძლება გამოვლინდეს შინაგანი კონფლიქტის, ძველი იდენტობის დაშლის შეგრძნებით. თითქოს სამყარო მიგვანიშნებს: ძველი სტრუქტურები აღარ მუშაობს, განახლების დროა.
ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია არ გავექცეთ რეალობას, არ ჩავახშოთ ინტუიცია და არ დავხუჭოთ თვალი იმაზე, რაც ისედაც ნათელია. ეს არის სიღრმისეული გაცნობიერების დღე, ვუშვებთ ძველს და მშვიდად, შინაგანი თანხმობით ვირჩევთ მომავალ მიმართულებას.
მთვარის კალენდრის მიხედვით, 10:12 საათიდან იწყება მეხუთე მთვარის დღე. ეს პერიოდი უკავშირდება მიზანდასახულობას, ნებისყოფას და შინაგან ძალას. ეს დღე გვასწავლის ვკონცენტრირდეთ მასზე, რაც მეტად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, მოვიცილოთ ის, რაც მეორეხარისხოვანია.
მეხუთე მთვარის დღის სიმბოლოა უნიკორნი (მარტორქა), სუფთა განზრახვისა და სულიერი ძალის სიმბოლო. ის ჩნდება იქ, სადაც ადამიანი გულწრფელია საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
თუ დიდი ხანია რაღაცის დაწყებაზე ფიქრობთ, მაგრამ ეჭვები გაჩერებთ - დღეს მნიშვნელოვანია პირველი, თუნდაც პატარა ნაბიჯის გადადგმა. თუნდაც გზა სრულად ჯერ არ ჩანდეს, მოძრაობა იწყებს სივრცის გახსნას.
დღე ხელსაყრელია მიზანზე ორიენტირებული მედიტაციისთვის, სადაც გონება, გული და ნება თანხმობაშია. ხდება ეჭვების დაშლა და წარმოიქმნება მოძრაობის ენერგია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გირჩევთ არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით, ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 22 იანვრის ასტროტენდენციები
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 იანვარს საქართველოში
⭕„რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ...“ - ნეკა დოროყაშვილი