Digest Logo

„ბალი, სეიშელები თუ მეგობრებთან ერთად მთაში“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება?

1784642512
მარიამ შუკაკიძე

💫⭐️ როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება -  ამის შესახებ ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს. 

ცეცხლის სტიქიის ნიშნები: 

ლომი - აქტიური და თეატრალური დასვენება გჭირდებათ, გადაიღეთ ბევრი ფოტოები, მიიღებთ ბევრ კომპლიმენტს. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, გარისკვა კარგია. 

მშვილდოსანი - მოგზაურობა გამორჩეულად უყვართ, კარგი იქნება უცხოეთში დასვენება, იქ გაეცანით ადგილობრივების კულტურას. 

ვერძი - თქვენთვის კარგია მთაში მოგზაურობა, დაკავდით ისეთი რაღაცებით, სადაც დრაივი და ადრენალინია. 

ჰაერის სტიქიის ნიშნები: 

სასწორი -  ვიტყოდი ასეთ ტერმინს „სვეწკი“, მათ სწორედ ასეთი დასვენება შეეფერება - წადით იქ, სადაც შოპინგი და კარგი გარემოა. 

ტყუპები - წადით მეგობრებთან ერთად, მათთან ერთად ყველაზე მეტად დაისვენებთ, თქვენ რადგან სოციალური ადამიანები ხართ, სწორედ ხალხთან ერთად დასვენება გჭირდებათ. 

მერწყული -  კრეატიული დასვენება გინდათ, გიყვართ არასტანდარტული დასვენება, თუნდაც უკაცრიელი კუნძულზე, იქ სადაც იგრძნობთ თავისუფლებას. 

მიწის ნიშნები: 

ქალწული - ტიპური ქალწულები, დასასვენებლად როცა არიან, იქიდან მუშაობენ. მათთვის დასვენება სამსახურის გარეშე არ არსებობს. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები, წადით იქ, სადაც მიხედავთ ჯანმრთელობას. 

თხის რქა -  კარგი იქნება წახვიდეთ მთაში, მაგრამ ქალწულების მსგავსად თქვენც გიყვართ მუშაობა დასვენების დროს და ამიტომ წაიღეთ ლეპტოპი და ისე იმუშავეთ. 

კურო - ეს ნიშანი კომფორტის მოყვარული ნიშანია, სხვა მიწის ნიშნებთან შედარებით უფრო ზარმაცია, გიყვართ გემრიელი დასვენება და კარგი ჭამა სმა. 

წყლის ნიშნები: 

მორიელი - თქვენ გიყვართ მისტიკური გარემო, წადით იქ სადაც თქვენ ფიქრებთან და ეჭვებთან მარტო დარჩებით, გაფილტრეთ ეს ყველაფერი. არ გიყვართ ბევრი ხალხი, ამ დროს ენერგეტიკულად იღლებით ძალიან და წადით საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვაზე, ეს ნაყოფიერი იქნება. 

კირჩხიბი - ოჯახთან ერთად დასვენება გჭირდებათ, წადით ზღვაზე ეს აუცილებლად გჭირდებათ. 

თევზები -  კუნძული კარგია თქვენთვის - ბალი, მალდივები ეს იდეალური იქნება. ოკეანიის და ზღვის ენერგიები თქვენთვის კარგია.

ნახეთ ვიდეო: