ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო ლიდერებისთვის 2026 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ბეწვის ხიდი“ მსოფლიო ლიდერებისთვის: რას გვიმზადებს 2026 წლის დასაწყისი?
რამდენიმე ადამიანმა მომწერა და მკითხა: ეს 2026 წლის პირველი და მძიმე ახალმთვარეობა რა გავლენას მოახდენს მსოფლიოში არსებულ ისედაც დაძაბულ მდგომარეობაზე?
საქმე იმაშია, რომ ეს მოვლენა პირდაპირ ააქტიურებს პლანეტა ურანის პოზიციას, რომელიც კვლავ უახლოვდება ვარსკვლავ ალგოლს.
რა არის ალგოლი?
ასტროლოგიაში ვარსკვლავი ალგოლი ცნობილია როგორც „დემონური ვარსკვლავი“. მითოლოგიურად, ეს ვარსკვლავი უკავშირდება ლეგენდას გმირ პერსევსზე, რომელმაც მედუზა გორგონას თავი მოკვეთა. სწორედ ამ „მოკვეთილ თავს“ განასახიერებს ალგოლი ცაზე. აქედან გამომდინარე, ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მისი ბუნება უკიდურესად ინტენსიური და უკომპრომისოა.
ალგოლის მთავარი არქეტიპი არის „თავის მოკვეთა“. მუნდანურ (მსოფლიო) ასტროლოგიაში ეს სიმბოლო ყოველთვის ორგვარად ვლინდება:
1. ფიზიკური საფრთხე: როცა ადამიანი კარგავს სიცოცხლეს ან მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
2. სოციალური „თავის მოკვეთა“: როცა ლიდერი კარგავს „ტახტს“, გავლენას, თანამდებობას ან რეპუტაციას.
ამის ნათელი დასტურია ის მოვლენები, რომლებიც 2024-2025 წლებში, ზუსტად ამ ასპექტირებისას განვითარდა და რომლებმაც ბევრი გავლენიანი ლიდერის კარიერასა თუ სიცოცხლეს დაუსვა წერტილი:
• „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაცია (2024);
• ირანის პრეზიდენტის დაღუპვა (2024).
• საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის საბოლოო განაჩენი და პატიმრობა (2024).
• ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ბოლსონარუ — ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში (2024).
• მასობრივი გადადგომები და წმენდა უკრაინისა და რუსეთის მაღალ ეშელონებში (2024-2025).
• შეიარაღებული თავდასხმა დონალდ ტრამპზე (2024).
• სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დააკავეს (2025), ხოლო გუშინწინ, 2026 წლის 16 იანვარს, მას პატიმრობა მიესაჯა.
• ალგოლის არქეტიპულმა გავლენამ მთელი სიმძაფრით იჩინა თავი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეშიც. შიდა დაპირისპირებებს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა მოჰყვა.
რა გველოდება ახლა?
2026 წელს მისი გავლენა პიკური იქნება 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე.
ეს პერიოდი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებისთვის იქნება „ბეწვის ხიდზე“ გავლა. ურანის (მოულოდნელობა) და ალგოლის (საფრთხე) ტანდემი ქმნის ფეთქებად ნაზავს. ზოგიერთი ლიდერისთვის ეს დრო შესაძლოა კარიერის ან ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკული, ან სულაც ფატალური აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ, ახლა „რკინის ლოგიკა“, სიფრთხილე და ცივი გონება მართებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ სახელმწიფოებსაც. ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ახლა, ისე როგორც არასდროს, დასჯადია“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნათლისღებას გილოცავთ...“ - ქეთევან ხატიაშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„პური, რომელიც არ ასუქებს? კი, ეს შესაძლებელია!“ - რა რეცეპტს გვიზიარებს ნატა გაგუა