ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც ისეთი პურის რეცეპტს გვიზიარებს, რომელიც არ ასუქებს:
„პური, რომელიც არ ასუქებს? კი, ეს შესაძლებელია!
დაივიწყეთ მაღაზიის ცომეული — ეს რეცეპტი თქვენს წარმოდგენას შეცვლის პურზე! ფუმფულა, სასარგებლო და მხოლოდ 5 ინგრედიენტით. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან უბრალოდ ჯანსაღი კვება უყვარს.
დაგჭირდებათ:
• 1 თავი ახალი ბროკოლი
• 3 კვერცხი
• 1/2 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
• 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
• 1 ჩ.კ. მარილი
• გოგრის ან მზესუმზირას თესლები (მოსაყრელად)
მომზადების წესი:
1.მომზადება: ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილებად და დააბლენდერეთ წვრილად (ნუ აქცევთ პიურედ, უბრალოდ დააქუცმაცეთ).
2.შერევა: დაქუცმაცებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
3.მასის მიღება: ყველაფერი კარგად აურიეთ (ან დააბლენდერეთ), სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
4.გამოცხობა: ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ თესლები და აცხვეთ 180°C-ზე 45 წუთის განმავლობაში.
სულ ეს არის! მიიღებთ უგემრიელეს, ვიტამინებით სავსე პურს, რომელიც ბავშვებსაც კი შეუყვარდებათ“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ: