ასტროლოგიური თვალსაზრისით, წინ საკმაოდ რთული და საინტერესო კვირები გველოდება. 20 ნოემბრამდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიძაბება ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს მაინც აქვს შანსი წარმატებას მიაღწიოს. აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ნოემბერში ბევრ ადამიანს აქვს შანსი საკუთარი ოცნებები აისრულოს. მზე მორიელშია და რა თქმა უნდა მორიელების პერიოდია, ამასთან კარგი დროა კირჩხიბისთვის და თევზებისთვის.
მარსი არის ლომში, ამიტომ ლომები უფრო გააქტიურდებიან, ამასთან ეს შეეხებათ კუროებს, მერწყულებს და მორიელებს. ამიტომ გირჩევთ, დაკავდით სპორტით, რომ აგრესიაში არ გადაგივიდეთ ენერგიები. სასიცოცხლო ენერგიების მოზღვავებას იგრძნობთ, ლომებო.
ვენერა არის თხის რქაში, რაც ნიშნავს, რომ მიწის სტიქიის ნიშნებს ფინანსური კეთილდღეობა ელით.
მშვილდოსნებს 22-23 ნოემბრამდე ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვთ. ამიტომ უმჯობესია ახლა უფრო მეტად დაისვენოთ. იმავე მდგომარეობაშია კუროც“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომილოცეთ, ბინა ვიყიდე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე
⭕„ლევანიკო რა სიმპათიურია, კახის ასლია“ - ანუკი არეშიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕„დახვეწილი, ლამაზი და გემოვნებიანი“ - ნინი ბადურაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს