
ეზოტერიკოსი, ასტროლოგი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობის საქართველოს“ ეთერიდან 23 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:
ვერძი - აქტიური, მიზანსწრაფული ხდება. თქვენს გამოწვევას ბევრი ადამიანი ეცდება, მაგრამ იცოდეთ, სად არის აუცილებელი და საჭირო თქვენი ჩართულობა.
ლომი - თქვენი ჩართულობა არ გადაიზარდოს ისეთ მზრუნველობაში, რომელიც დაუფასებელია. მაღალი ალბათობაა თქვენი ყურადღება, ზრუნვა არ მიიღონ სწორად.
მშვილდოსანი - ხდება სწორი ენერგიის კონცენტრაცია, ბალანსი წარმატების ენერგიისა. ნუ გააზიარებთ თქვენს იდეებს.
კურო - იდეალური პერიოდია მიწის და სამყაროში არსებული ენერგიების მიღების. აანთეთ სანთელი, საკმეველი, ილოცეთ, იმედიტირეთ.
ქალწული - კარგი დღეა სურვილების ჩასაფიქრებლად. თქვენი საჭიროება მაღალია, კოლეგები, პარტნიორები თქვენგან დახმარებას ითხოვენ.
თხის რქა - მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ბალანსი, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შეთავაზებები, მიღებული პერსპექტივა, მოლაპარაკება შეიძლება არასწორად წარიმართოს.
კირჩხიბი - ჰარმონიაში მოდის შინაგანი ემოციები, თავისუფლდებით ემოციური განცდებისგან, რაც ხელს გიშლიდათ. შეხედეთ ცხოვრებას ახალი გადასახედით. ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს.
მორიელი - ბევრი რამის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ რამდენად გჭირდებათ, შეინარჩუნეთ ბალანსი და არ მოხდეს ნერვული ხარჯვა.
თევზები - ენერგეტიკაში არის მოთხოვნები და მოლოდინები გარემოცვისგან, ზრუნვას, ყურადღებას, თანადგომას ითხოვს ყველა, ამიტომ ნუ გაგაღიზიანებთ კითხვები.
ტყუპები - ამ პერიოდის გვირგვინოსანი ნიშანია, იღებს სიკეთეს, რასაც იმსახურებს. ის, რაც დღეს თქვენს ცხოვრებაში ხდება, თქვენი ბრალია.
სასწორი - მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობის გამყარება. სადილი, გასვლა გასართობ ადგილას, კინოთეატრში, შექმენით დღესასწაული.
მერწყული - უნდა შეძლოთ ენერგეტიკის აღქმა. თუ თქვენს ირგვლივ მომატებულია ენერგოვამპირები, მიეცით მათ საშუალება თქვენი ნეგატივი მიითვისონ, მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ: