Digest Logo

🎥 „ბრძოლა მიდის ვნებასა და სიყვარულს შორის...“ - რას მოიტანს სიყვარულის, ფულის მმართველი პლანეტის გადასვლა სასწორის ზოდიაქოში

1760075760
მიხეილ ცაგარელი

ვენერა - სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ურთიერთობებში ბალანსის, ესთეტიკასა და  დახვეწილი ემოციების პერიოდს ნიშნავს. ეს ტრანზიტი სიყვარულს უფრო ნაზ, დიპლომატიურ და გონივრულ ელფერს აძლევს: ადამიანები ცდილობენ ურთიერთობაში თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და სილამაზის შეგრძნებას. ვენერა საკუთარ სახლში ბრუნდება - იქ, სადაც გრძნობა სიტყვად იქცევა და ემოცია – ხელოვნებად.

რას მოიტანს სიყვარულის, ფულის მმართველი პლანეტის გადასვლა სასწორის ზოდიაქოში - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„რას ნიშნავს პლანეტა ვენერას გადასვლა სასწორის ზოდიაქოში? ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ ხდება, ორშაბათიდან გადადის და 7 ნოემბრამდე იქნება ამ ზოდიაქოში. 

ვენერა ცოცხალი ენერგიაა, რომელიც კოსმოსიდან დედამიწაზე მოდის, ზეგავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ეს პირველ რიგში პირად, სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ხელოვნებას, პოეზიას, მუზას, დიზაინს, არქიტექტურას.

ვენერა ფულის ერთ-ერთი მმართველი პლანეტაა, ამიტომ იმოქმედებს ფინანსებზეც. 

ვენერას უყვარს ამ ზოდიაქოს ნიშანში ყოფნა, ამიტომ საოცრად საინტერესო პერიოდი გვაქვს.

ვენერასთან ერთად მარსი რომ სასწორში იყოს, გვექნებოდა საყოველთაო სიყვარული, მაგრამ მარსი მორიელშია, რის გამოც დიდი ბრძოლა მიდის ვნებასა და სიყვარულს შორის ორშაბათიდან. საუკეთესო პერიოდია ჭეშმარიტი სიყვარულისთვის. 

სასწორის მთავარი მინუსია სულსწრაფობა, ამიტომ თუ ადამიანი მოგეწონათ ნუ გადაირევით... ასევე მისი მინუსია მერყეობა, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ შეგიყვარდა ვინმე ეცადე, რომ ეს არასდროს დასრულდეს - განა ღმერთი სადმე ან როდისმე „მთავრდება“?“ - რას წერს გია მურღულია

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „80 წლის ასაკში მეც ასე რომ გამოვიყურებოდე რაღა მიჭირს! მთელი ბავშვობა სამ ხმაში გავატარეთ“ - ნინი შერმადინი ბებოსთან ერთად ამღერდა