Digest Logo

„ბრწყინვალე დროა დეტოქსისთვის... შესაძლოა, მოვლენები სრულიად მოულოდნელი სცენარით განავითაროს“ - ასტროლოგი მთვარის დაბნელებაზე

1683220980
ასტროლოგი დავით ნიბლაძე

5 მაისს მთვარის დაბნელებაა მორიელის ნიშანში, ამას ემთხვევა სავსემთვარობაც, რამაც ადამიანებზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

„მზად ხარ მორიელის ინტენსიური ენერგიისთვის, რომელსაც 5 მაისს მთვარის დაბნელება მოიტანს?

დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერმოქმედ მოვლენად ითვლება, რომელსაც ჩვენი სურვილის მიუხედავად, არაერთი ცვლილება მოაქვს. მოვლენები შესაძლოა, თავიდან საკმაოდ მტკივნეულად გვეჩვენოს, ვინაიდან დიდი ემოციის ფონზე იმ თემებთან გვიწევს პირისპირ შეჯახება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვარიდებდით თავს (ან არც ვიცოდით ქვედინებების შესახებ); თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად დავრწმუნდებით ამ ყველაფრის საჭიროებაში. მთვარის დაბნელება პირდაპირ კავშირშია სიმწიფესთან და გათავისუფლება-გაშვებებთან და რაც უფრო ცნობიერი გონებით მივუდგებით ამ პროცესს, მით უფრო სასარგებლო შედეგებამდე მივალთ.

რა არის ის, რაც აღარ ემსახურება ჩემს ბედნიერებას? რისგან გათავისუფლება შექმნის ჩემი უკეთესი მომავლის წინაპირობას?

ეს ის კითხვებია, რომელზედაც აუცილებლად გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ.

მთვარის დაბნელების თემებთან საკმაოდ ახლოსაა თავად მორიელის განწყობაც - გათავისუფლდეს ყველაფერი ზედმეტისგან. ხომ გახსოვს, მორიელის უმაღლესი გამოვლინება ფენიქსია, რომელსაც შეუძლია ფერფლად იქცეს, შემდეგ კი ახლიდან დაიბადოს. ზედმეტისგან გათავისუფლებაში არ იგულისხმება მხოლოდ გარე ფაქტორები. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, სულიერი და ემოციური ნიშანია, რომელსაც ბრწყინვალე უნარი აქვს ღრმად ჩაძვრეს ტვინის ნაოჭებში და ზუსტად და სწორად მიაგნოს როგორც საკუთარი კრიზისების მიზეზებს, ასევე სამყაროს მოწყობის საიდუმლოებებს. არც თუ ისე იშვიათად, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების დროს არჩევანს ჩვენი შიშები განაპირობებს. შიში - უარყოფის, წარუმატებლობის, გულის ტკენის, სისუსტის და ა.შ. და სწორედ ამის გამო ვამბობთ უარს იმაზე, რაც შესაძლოა, საუკეთესო რამ იყოს მომავალი ბედნიერებისთვის. გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ ჩავხედოთ შიშებს თვალებში, გამოვიჩინოთ სათანადო ძალა მათთან სამუშაოდ და მივაღწიოთ იმ გაცნობიერების წერტილს, სადაც არის სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ის ჰარმონია, რომელსაც საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის.

ეს დაბნელება პირდაპირ კავშირშია ურანთან, რამაც შესაძლოა, მოვლენები სრულიად მოულოდნელი სცენარით განავითაროს. მთავარია, სიმშვიდე და წონასწორობა შევინარჩუნოთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ნაცვლად, დრო ისევ რეფლექსიას, ანალიზსა და შეფასებებს დავუთმოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მერკური ჯერ ისევ უკუმოძრავია, ამიტომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ჯობია, მოქმედებამდე კარგად დავფიქრდეთ. ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ დინჯად. ამავე დროს გავიაზროთ მათი როლი და მიზანი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით.

მთვარის დაბნელება და მისი შემდგომი პერიოდი ბრწყინვალე დროა დეტოქსისთვის. მზე კუროში ფიზიკურ სხეულს, საკვებს, ყოველდღიურ ჩვევებს უკავშირდება, მორიელი კი ემოციურ, ფსიქიკურ, სულიერ მხარეებს.

რამეზე უარის თქმა ხომ არ დამეხმარება უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიღწევაში? რა მჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოვხატო ზრუნვა და სიყვარული საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის მიმართ? ამ კითხვებზე პასუხიც არ იქნება ურიგო.

დაბნელება ყველა ჩვენგანზე მეტ-ნაკლებად მოახდენს გავლენას, თუმცა თუ შენს რუკაში პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) 10-20 გრადუსებს შორისაა, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობ მის გავლენას. ასევე მნიშვნელოვანია, რუკის რომელ სახლებში აღმოჩნდება კუროსა და მორიელის მე-15 გრადუსი - სწორედ იმ სახლების შესაბამის თემებს გაააქტიურებს მთვარის დაბნელება“, - წერს დავით ნიბლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამ სამი საათის მონაკვეთში ნუ შეჭამთ საკვებს და ნუ დალევთ წყალს და ნურაფერს...“ - მიხეილ ცაგარელი მთვარის დაბნელებასა და სავსემთვარეობაზე

🎥 „ყველაფერს ვუყვები დედას, როდესაც რამეს ვაშავებ არც მაგას ვმალავ...“ - რას ამბობს მარიკა ბაკურაძის შვილი

🎥 როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო - „9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი დაკლებაზე, რომ არც ერთხელ არ დამირღვევია“