Digest Logo

„ჩამოწერეთ მომდევნო 9 დღის გეგმები“ - რისი გაკეთება რეკომენდებული 10 აგვისტოს და რისგან უნდა შეიკავოთ თავი?

1786350011
 თაკო მელიქიშვილი

10 აგვისტო განახლებისა და ახალი დასაწყისის დღე

დღეს დღის მთავარი ენერგია ციფრი 1-ია. ეს არის ახალი დასაწყისის, მოქმედებისა და საკუთარი ძალის სწორად გამოყენების ენერგია. ყველაფერი თქვენს ხელშია მთავარია, ეს ძალა კარგისკენ მიმართოთ.

რა არის კარგი დღეს:

იყავით კეთილი, სამართლიანი და გულწრფელი

შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე

ჩამოწერეთ მომდევნო 9 დღის გეგმები და მიზნები

გამოიჩინეთ მოთმინება, სიმტკიცე და გადაწყვეტილების მიღების უნარი

რას უნდა მოერიდოთ:

ნუ ეცდებით სხვების კონტროლს ან მათზე ზეწოლას

მოერიდეთ ეგოიზმს, უხეშობასა და აგრესიას

ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ემოციების გავლენით

დღეს ორშაბათია და დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც დაბადებულია 2, 11, 20 ან 29 რიცხვში.

თქვენი დღის ფერები: თეთრი და ღია მწვანე.

დაიწყეთ ეს დღე სუფთა ფურცლიდან

ზოგჯერ ერთი სწორი გადაწყვეტილებაც საკმარისია ახალი ეტაპის დასაწყებად.