Digest Logo

„ჭკუის სწავლებამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს...“ - დღის ენერგეტიკული პროგნოზი

1784185951
დღის პროგნოზი

🌌 16.07.2026: დღის ენერგეტიკული პროგნოზი და კოლექტიური კარმა:

🌌 დღეს, 16 ივლისს, კოსმოსი საკმაოდ დინამიკურ, ტრანსფორმაციულ და მოულოდნელობებით აღსავსე ენერგეტიკულ კოქტეილს გვიმზადებს. თუ გრძნობთ, რომ გარშემო ყველაფერი სწრაფად იცვლება და გეგმები თავდაყირა დგება, იცოდეთ, ეს ამ დღის ბუნებრივი რიტმია!

მოდით, გავშიფროთ ამ დღის მატრიცის მთავარი კოდები ⚡

დღის მთავარი ვიბრაციები: რას უნდა ველოდოთ?

მთავარი მამოძრავებელი - XVI არკანი („კოშკი“): ეს არის ძველი, მოძველებული სტრუქტურების მსხვრევის დღე. თუ რამე არ გამოგივათ, გეგმა ჩაიშლება ან ძველი ილუზია დაგენგრევათ, ნუ ინერვიულებთ.

„კოშკი“ ანგრევს მხოლოდ იმას, რასაც ვადა გაუვიდა, რათა ადგილი გაუთავისუფლოს ახალსა და უფრო მყარს. დღის დინამიკა - VII არკანი („ეტლი“) და X არკანი („ბედის ბორბალი“): საოცარი კონტრასტია! ერთის მხრივ, არის უდიდესი სურვილი წინსვლის, მოძრაობისა და მიზნების აქტიური დევნის, მეორეს მხრივ კი, სამყარო გვთხოვს, მივენდოთ დინებას და ტყუილუბრალოდ არ ვებრძოლოთ ქარის წისქვილებს. საუკეთესო ტაქტიკაა: გქონდეთ მიმართულება, მაგრამ იყავით მოქნილები.

🦊 დღის კოლექტიური კარმული კუდი: „თავისუფლებისა და წესების კონფლიქტი“ (X- XXII-V) ყველას მოგვიწევს კოლექტიური კარმული გამოცდის ჩაბარება, რომელიც ამ სამი არკანის გარშემო ტრიალებს. ეს არის ტესტი იმაზე, თუ რამდენად თავისუფლები ვართ შინაგანად.

როგორ შეიძლება გამოვლინდეს დღის ნეგატიური კარმა (რას უნდა მოვერიდოთ ხვალ): კონტროლის მანია და სიჯიუტე (5 არკანის მინუსი): სურვილი იმისა, რომ ყველაფერი თქვენი წესებით მოხდეს. ხვალ ვინმეს ჭკუის სწავლებამ ან „მე ყველაზე უკეთ ვიცი“ პოზიციამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

ცვლილებების შიში და ჩაკეტილობა (22 არკანის მინუსი): შიში იმისა, რომ გადადგათ ნაბიჯი უცნობში, უარი თქვათ კომფორტის ზონაზე და დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან. დინების წინააღმდეგ ცურვა (10 არკანის მინუსი): მცდელობა, ძალისხმევით შეაჩეროთ ის პროცესები, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება.

💡 როგორ გავატაროთ 16 ივლისი პროდუქტიულად? (პრაქტიკული რჩევები)

1. გაუშვით კონტროლი: თუ რამე არ მიდის გეგმის მიხედვით, ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვით: „კეთილი, ვნახოთ, საით მიმყავს სამყაროს“.

2. იყავით მსუბუქად: 22-ე არკანი (მასხარა/სულელი) გვირჩევს, ამ დღეს შევხედოთ ბავშვური ინტერესით, იუმორით და სიმსუბუქით. ნუ დაამძიმებთ სიტუაციას ზედმეტი სერიოზულობით.

3. გაათავისუფლეთ სივრცე: კარგი დღეა ტელეფონის გასაწმენდად, ძველი ნივთების გადასაყრელად ან ტოქსიკურ ფიქრებთან დასამშვიდობებლად.

დღის აფირმაცია: „მე ვენდობი ცხოვრების დინებას და სიხარულით ვეგებები ყოველ ახალ ცვლილებას!“ .🌀

ავტორი: Mary Solace.

ასევე დაგაინტერესებთ:

ანანო მჭედლიშვილი ამერიკის 15 უნივერსიტეტში ჩაირიცხა და საერთო ჯამში მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა

🎥 „ერთად გატარებული დრო ყოველთვის განსაკუთრებულია“ - რა კადრებს აქვეყნებს ეთერ ლიპარტელიანი

„ამ სიტყვების უკან ძალიან მწარე გამოცდილება დგას...“ - რას წერს ფსიქოლოგი