ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებას საახალწლოდ რეკომენდაციები გაუზიარა. ასევე ისაუბრა ნაძვის ხესა და საახალწლო სუფრაზე:
„ცუდი ენერგიების და პრობლემების მოსაშორებლად, მე მაგალითად ფარდაგები რომ გვაქვს კარებთან დაფენილი, იმათ ვცვლი, ვყრი და ვეუბნები ასეთ სიტყვებს: „ძველი წლის ნეგატივი ამათ გაჰყვეს“. ასევე ნივთები, რომლის გამოცვლასაც ფიქრობთ, უნდა მოიშოროთ ახალ წელს. ეს იქნება საფულე, ცოცხი და ა.შ. შეიძლება იყოს ძველი მაისური, ნებისმიერი რამ.
ასევე იწყება ნაძვისხის ენერგეტიკულად გააქტიურება. ეს რის მისი ენერგიების გაცოცხლება. აუცილებელია 31-ში, სანამ ახალი წელი შემოვა ნაძვის ხეზე ერთი ახალი სათამაშო ჩამოკიდოთ. უკვე როცა დაკიდებთ თქვით - „ჩემი ბედნიერების ხე“.
ხელოვნურ ნაძვის ხეს ენერგეტიკას აძლევს სათამაშოები, ამიტომ მისი ყოველ წელს შეცვლა არ არის აუცილებელი. მაგრამ ცოცხალი თუ გვაქვს, ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად. სასურველია სახლში მხოლოდ ერთი ნაძვის ხე გქონდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ნაძვის ხის ზომას.
აუცილებელია ახალ წელს სურვილების ჩაფიქრება. საახალწლო სუფრა არის მართლაც ჯადოსნური და ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. საკვებზე არ ვამახვილებ ყურადღებას.
აუცილებელია ფულის რიტუალი გავაკეთოთ: ავიღოთ თეფში, წინასწარ თეფშის ქვემოთ ნებისმიერი კუპიურა უნდა ჩაგვიდოს ოჯახის წევრმა. თამარი (იგულ. 50ლარიანი) ან შოთა (იგულ. 200 ლარიანი). ეს იმუხტება დღის ენერგეტიკით. ყველას უნდა ედოს თავისი კუპიურა. როცა მივულოცავთ ყველას ახალ წელს, ჩუმად გამოაცურე და შეინახეთ ჯიბეში, ან საფულეში“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს კაცი, რომელსაც სავაჭრო ცენტრში გული გაუჩერდა