Digest Logo

რა არის ბავშვთა დამწვრობის მთავარი მიზეზი? - გუგა ქაშიბაძის გაფრთხილება მშობლებს!

1792742156
გუგა ქაშიბაძე

ცნობილი ექიმი და დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ეკა ხოფერიას პოდკასტში იმ მთავარ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მოქალაქეები და განსაკუთრებით ბავშვები სხვადასხვა მძიმე დამწვრობით ხვდებიან კლინიკაში.

როგორც ექიმი აღნიშნავს, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არა უბედური შემთხვევა, არამედ „ბანალური გაუფრთხილებლობა და დაუკვირვებლობაა“:

„გული გვწყდება იმ მხრივ, რომ მეტად უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ძირითადად, ჩვენი შემთხვევები ბანალური გაუფრთხილებლობა და დაუკვირვებლობაა. აი, მოვიყვანოთ ძალიან კონკრეტული მაგალითი ე.წ. „კარმა“, ყველამ იცის გამათბობელი, რომელსაც გარედან აქვს დამცავი. რატომღაც ამ დამცავს ხსნიან - ოჯახის უფროსები, ყოველ ზამთარს ერთი და იგივე მეორდება და ჩანს უშუალოდ ღუმელი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ხურდება. დამცავი იმიტომ უკეთია, რომ თუ პატარა ბავშვი მივარდება და ხელს დაადებს, შეიძლება დაეწვას, მაგრამ ისეთ ღრმა დამწვრობას არ მიიღებს. დამცავის გარეშე კი წარმოიდგინეთ ორი წლის ბავშვის ხელის მიდება - ეს ხომ კატასტროფა, ღრმა დამწვრობა, შემდეგ ოპერაცია, ინვალიდიზაცია და ასე შემდეგ. რაღაცნაირად ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ არ მოხსნან! არის შემთხვევები, როდესაც სტუმრად მიდიან და იმ ოჯახში, რახან ძალიან გახურებულია ღუმელი, გგონიათ, რომ უფრო მეტი სითბოს გამოყოფს. არადა, ფიზიკიდან გამომდინარე, ეს ასე არ არის - ვერ იქნები „კარმის“ ინჟინერზე უფრო ჭკვიანი! მას იმიტომ აქვს აწყობილი, რომ ორგანიზმი სერიოზული ტრავმისგან დაიცვას. აი, თითქოს ბანალური შემთხვევაა, მაგრამ საკმაოდ ხშირი და გულდასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, მით უმეტეს ახლა, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ნომერ პირველი ამოცანაა როგორც მშობლებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

✕