
„ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც თამაშის ძველი წესები აღარ მოქმედებს და ამის ნაცვლად იხსნება ახალი გზა, რომელიც განათებულია ახალი ცნობიერებისა და შინაგანი ენერგიის შუქით. დრო შეიცვალა და მასთან ერთად იცვლება პრინციპები, რომლებიც მართავს ჩვენს არსებობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:
„ახალი დროის ნიშნები! როგორ აყალიბებს მომავალს ენერგია, განზრახვა და შინაგანი რეაქცია?
ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც თამაშის ძველი წესები აღარ მოქმედებს და ამის ნაცვლად იხსნება ახალი გზა, რომელიც განათებულია ახალი ცნობიერებისა და შინაგანი ენერგიის შუქით. დრო შეიცვალა და მასთან ერთად იცვლება პრინციპები, რომლებიც მართავს ჩვენს არსებობას.
მოდით, ჩავუღრმავდეთ ახალი დროის ნიშნებს და გავიგოთ, როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს ცხოვრების აღქმაზე და პირად ურთიერთობებზე.
1. ახალი დროის ვალუტა – ენერგია!
დღესდღეობით ენერგია ხდება მთავარი რესურსი. ეს, არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ ემოციური, გონებრივი და სულიერი ენერგია. თუ თავს გამოწურულად გრძნობთ, თქვენი უნარი იყოთ შემოქმედებითი და დაეხმაროთ სხვებს, იქნება შეზღუდული. იმისათვის, რომ შეძლოთ სხვების მხარდაჭერა, თანადგომა, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იზრუნოთ საკუთარ ენერგიულ მდგომარეობაზე. როგორც უძველესი სწავლებები ამბობენ: „აავსე შენი თასი, სანამ სხვის თასს აავსებ“.
2. განზრახვის სიწმინდე
თქვენი ზრახვები აყალიბებს თქვენს კარმას. ახალ დროში ადგილი აღარ დარჩება ფარული, ანგარებიანი მოტივებისთვის და კეთილ საქმედ შენიღბული ეგოისტური მიზნებისთვის. განზრახვის სიწმინდე არის საფუძველი, რომელზედაც შენდება ახალი მომავალი. თუ თქვენი ქმედებები გამომდინარეობს დახმარებისა და სიკეთის კეთების გულწრფელი სურვილით, დაჯილდოვდებით დადებითი კარმად. ხოლო თუ მოხდება პირიქით, უარყოფით კარმას დააგროვებთ.
3. შიშისა და მსხვერპლის როლიდან გადასვლა
შიშზე, მსხვერპლზე და ბრძოლაზე დაფუძნებული ცხოვრება ისტორიულ ფაქტად იქცევა. ახალ ენერგიებში ეს აღარ მუშაობს. ახლა შეგვიძლია გვეგონოს და ველოდოთ, რომ ყველაფერი ადვილად მოვა ჩვენთან, თუ ჩვენ მზად ვართ დავემშვიდობოთ ქცევის ძველ „პატერნებს“ და მოდელებს და მოვუსმინოთ ჩვენი სულის ხმას. ახალი გზა გვთხოვს, თავი დავანებოთ ძველ შეზღუდვებს და მივიღოთ ცვლილებები, როგორც ჩვენი სულის ევოლუციის ნაწილი.
4. ცხოვრება შინაგანი ხმის კარნახით
ყველა პასუხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, უკვე ჩვენშია. აღარ არის საჭირო დადასტურების ან გადაწყვეტილების გარე წყაროების ძებნა. მნიშვნელოვანია ისწავლოთ თქვენი შინაგანი პასუხის მოსმენა და მისი მინდობა. ინტუიცია და შინაგანი ხმა ხდება ჩვენი მთავარი მეგზური ამ ახალ გზაზე. მოუსმინეთ მათ და იპოვით სწორ პასუხებსა და გზებს.
5. ორი შეყვარებულის ურთიერთობა და კავშირი.
წყვილში თანამედროვე ურთიერთობები, აღარ არის თავის გადარჩენის და საბაზისო მოთხივნილება-საჭიროებების დაკმაყოფილების გზა ან საშუალებას. ახლა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს უკავშირებს ბედს, მათი თანაცხოვრება მიზნად ისახავს ურთიერთგანვითარებას ინდივიდუალურობის შენარჩუნებით. დღეს, უკვე წყვილები ცდილობენ მათი კავშირი დაფუძნებული იყოს ღრმა გაგებასა და ურთიერთდახმარებაზე და არა, როგორც აქამდე - ფუნქციურ საჭიროება-აუცილებლობაზე.
ახალ დროში, შესაძლებლობა გვაქვს, ჯერ და პირველ რიგში, უფრო ჰარმონიული და გაცნობიერებული ურთიერთობები შევქმნათ საკუთარ თავთან და მერე, ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან.
ენერგია, განზრახვის სიწმინდე და შინაგანი რეაქცია ხდება ჩვენი არსებობის ძირითადი ასპექტები.
გაითვალისწინეთ ეს ცვლილებები და მიეცით მათ საშუალება გაგიძღვნენ ნათელ და დაბალანსებული მომავლისკენ“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წავიდა ტანცი-მანცი“ - თეონა ცირამუა შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებს გვიზიარებს
⭕„როგორ ჰგავს ბაბუას, საყვარელი“ - ანასტასია ბენდუქიძე შვილთან ერთად ვერის ბაღში პოზირებს